ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა

ომალო - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2026
გამოწერა
აღნიშნული გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 22-72-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზის 1-21-ე კმ მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა რთული რელიეფისა და კლიმატის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.
ყველა ახალი ამბავი
0