https://sputnik-georgia.com/20261024/erovnuli-tavdacvis-akademiis-iunkerebma-samxedro-fici-dades-301341790.html
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. 24.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-24T19:19+0400
2026-10-24T19:19+0400
2026-10-24T19:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22772/06/227720698_0:0:960:540_1920x0_80_0_0_7052f1a36acd615d06210a5e5605cf4e.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ფიცის დადების ცერემონიაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, იუნკრებმა გაიარეს ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მომავალი ოფიცრები კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22772/06/227720698_120:0:840:540_1920x0_80_0_0_60d7423f2ed5efa3e20f685213ace58d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფიცის დადების ცერემონიაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, იუნკრებმა გაიარეს ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მომავალი ოფიცრები კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.