მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Berliner Zeitung: სავარაუდოდ, რუსეთთან მომლაპარაკებელი ევროკავშირის მხრიდან სტუბი იქნება

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ სტუბი
ალექსანდრ სტუბი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2026
გამოწერა
გამოცემის მონაცემებით, ფინეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებული კარგი პირადი ურთიერთობა და რუსეთთან ურთიერთქმედების გამოცდილებაა
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ამჟამად მიიჩნევა ევროპელ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატად, რომელსაც რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება შეუძლია, წერს Berliner Zeitung.
„ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი პერსპექტიულ კანდიდატად განიხილება“, — აღნიშნავს გამოცემა.
გამოცემის თანახმად, ევროკავშირის სხვა პოტენციურ კანდიდატებთან შედარებით, სტუბის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებული „კარგი პირადი კავშირია“. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს კავშირი ხელს შეუწყობს ევროპული უსაფრთხოების ინტერესების ვაშინგტონის პოზიციასთან შეჯერებას, ასევე — დაძაბულობის განმუხტვას ტრამპს, ზელენსკისა და ევროპელ მოკავშირეებს შორის. გარდა ამისა, ფინეთის პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობის უშუალო გამოცდილება აქვს და ის კიევთანაც ინარჩუნებს კონტაქტებს — რაც აუცილებელი პირობაა ევროკავშირსა და მოსკოვს შორის ნებისმიერი შესაძლო დიალოგისთვის.
The Daily Telegraph-ი ადრე იუწყებოდა, რომ ევროპა უკრაინის კონფლიქტის გადასაწყვეტად რუსეთთან შუამავლობისთვის ხუთ კანდიდატს განიხილავს. სტუბის გარდა, სახელდებოდა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი, ასევე დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გაჰრ სტორე.
მანამდე რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა ერთი პირობით: მომლაპარაკებელი უნდა იყოს ევროპელი ლიდერი, რომელსაც რუსეთის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებია. პუტინმა აღნიშნა, რომ პირადად მისთვის უფრო მისაღები გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი იქნებოდა. ამასთან, დასძინა, რომ ევროპამ თავად უნდა აირჩიოს ლიდერი, რომელსაც ენდობიან. შეხვდეს თუ არა ამ ადამიანს, ამას მოსკოვი თავად გადაწყვეტს.
ყველა ახალი ამბავი
0