თურქულ ზეითუნის ზეთში დამაბინძურებელი ნივთიერებების მომატებული შემცველობა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2026
გამოწერა
ზეთებსა და ცხიმებში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს დაიწყო.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თურქულ ზეითუნის ზეთ Ayvalık-ში დამაბინძურებელი ნივთიერებების მომატებული შემცველობა გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დარღვევა კონკრეტულ ნიმუშს ეხება, რაზეც შესაბამისი ღონისძიებები უკვე ტარდება. კერძოდ, სააგენტომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთის — Extra Virgin Olive Oil ნიმუშში (სავაჭრო ნიშნით Ayvalık, 5-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვა) გამოავლინა.
"აღნიშნული ზეთის ნიმუშში გლიციდოლის ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერებისა და 3-MCPD-ისა და მისი ცხიმოვანი მჟავების ეთერების მომატებული შემცველობა დაფიქსირდა. კვლევა ჩატარდა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის BIOR-ის ლაბორატორიაში", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს განცხადებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგი ეხება კონკრეტულ ნიმუშს და არ ადასტურებს იმავე მწარმოებლის სხვა პროდუქტის ან პარტიის შეუსაბამობას. უწყება აგრძელებს შესაბამისი ინფორმაციის შესწავლასა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.
სააგენტო სურსათის საიდენტიფიკაციო მონაცემებსაც აქვეყნებს: სავაჭრო ნიშანი -Ayvalık; შეფუთვა: 5 ლიტრიანი თუნუქის ტარა; შტრიხკოდი: 8693465410990; მწარმოებლის სარეგისტრაციო ნომერი: TR-10-K-042281.
ზეთებსა და ცხიმებში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წელს დაიწყო. დღეისათვის აღებულია ზეთისა და ცხიმის 71 ნიმუში.
ყველა ახალი ამბავი
0