მსოფლიო პოლიტიკა და უკრაინის კონფლიქტი: თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა
მსოფლიო პოლიტიკა და უკრაინის კონფლიქტი: თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა
Sputnik საქართველო
თბილისში გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა „მსოფლიო პოლიტიკა და უკრაინაში არსებული ვითარება“ გაიმართა. შეხვედრის ამსახველი კადრები იხილეთ... 23.10.2026-ს, Sputnik საქართველო
პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა კონფლიქტის დასრულების პერსპექტივები, მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები, ასევე ევროპული უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიის მომავალი განიხილეს.როგორ შეიძლება უკრაინის კონფლიქტმა შეცვალოს გეოპოლიტიკური სიტუაცია და რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის? ეს კითხვები გაზეთ „სვობოდნაია გრუზიის“ მიერ გამართული მრგვალი მაგიდის დისკუსიის ცენტრში მოექცა.მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო ვითარებაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ექსპერტთა დიალოგისა და იმ პლატფორმების მნიშვნელობას, რომლებიც აქტუალური მოვლენების განხილვისა და აუდიტორიისთვის განსხვავებული მოსაზრების გაცნობის საშუალებას იძლევა.
თბილისში გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა „მსოფლიო პოლიტიკა და უკრაინაში არსებული ვითარება“ გაიმართა. შეხვედრის ამსახველი კადრები იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში.
პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა კონფლიქტის დასრულების პერსპექტივები, მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები, ასევე ევროპული უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიის მომავალი განიხილეს.
როგორ შეიძლება უკრაინის კონფლიქტმა შეცვალოს გეოპოლიტიკური სიტუაცია და რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის? ეს კითხვები გაზეთ „სვობოდნაია გრუზიის“ მიერ გამართული მრგვალი მაგიდის დისკუსიის ცენტრში მოექცა.
მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო ვითარებაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ექსპერტთა დიალოგისა და იმ პლატფორმების მნიშვნელობას, რომლებიც აქტუალური მოვლენების განხილვისა და აუდიტორიისთვის განსხვავებული მოსაზრების გაცნობის საშუალებას იძლევა.
მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობის საკუთარი შეფასება წარადგინა პოლიტოლოგმა მაია ნიკოლეიშვილმა. მისი განცხადებით, ასეთი პლატფორმები ხელს უწყობს რუსულ ენაზე დიალოგის შენარჩუნებას და რუსოფობიური განწყობების დაძლევას.
ჟურნალისტმა გიორგი ჯაბიშვილმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა „სვობოდნია გრუზიის“ პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის მოსაზრებების გაცვლისთვის.
მსჯელობა შეეხო არა მხოლოდ მიმდინარე სიტუაციას, არამედ იმასაც, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს კონფლიქტის შესაძლო დასრულებამ საქართველოს შემდგომ განვითარებასა და რუსეთთან მის ურთიერთობებზე. მრგვალი მაგიდა იქცა პლატფორმად მსოფლიო პოლიტიკაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ცვალებად გეოპოლიტიკურ პირობებში საქართველოს მომავალზე მოსაზრებების გასაზიარებლად.