უკრაინის კონფლიქტი და რუსეთთან ურთიერთობები: თბილისში გეოპოლიტიკური გამოწვევები განიხილეს

გამოწერა
თბილისში გამართულ მრგვალი მაგიდის „მსოფლიო პოლიტიკა და უკრაინაში არსებული ვითარება“ ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს კონფლიქტის დასრულების პერსპექტივები და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის.
ღონისძიება, ტრადიციულად, გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას" ორგანიზებით ჩატარდა.
დისკუსიის ცენტრში ასევე მოექცა უკრაინის ირგვლივ გლობალური დაპირისპირების შედეგები სამხრეთ კავკასიისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე.
პოლიტოლოგმა მაია ნიკოლეიშვილმა გაზეთ „სვობოდნაია გრუზიის“ შეხვედრების აღდგენისა და ექსპერტთა კლუბის შექმნის მნიშვნელობა აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, ასეთი ინიციატივები რუსულ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა და რუსოფობიის დაძლევას უწყობს ხელს.
ჟურნალისტმა გიორგი ჯაბიშვილმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა „სვობოდნია გრუზიის“ პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის მოსაზრებების გაცვლისთვის.
„დღეს ჩვენ, ჩემს კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან ერთად, განვიხილეთ უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაცია და ის, თუ როგორ იმოქმედებს ეს სიტუაცია, ეს კონფლიქტი — რომელიც, როგორც უკვე ვხედავთ, დასასრულს უახლოვდება — ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობების განვითარებაზე“, — განაცხადა ჟურნალისტმა.

ჯაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მონაწილეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებები ფართო აუდიტორიას გაუზიარონ და მიმდინარე მოვლენებზე ალტერნატიული თვალსაზრისი გააცნონ.
ყველა ახალი ამბავი
0