https://sputnik-georgia.com/20261023/samsoblos-ralatis-saqme-dito-cubinizes-patimroba-seefarda-301331389.html
სამშობლოს ღალატის საქმე: დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
სამშობლოს ღალატის საქმე: დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მეზობელ ქვეყანასთან ფარულად გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, დავით გარეჯის სამონასტრო... 23.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-23T22:42+0400
2026-10-23T22:42+0400
2026-10-24T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ
პოლიტიკა საქართველოში
აზერბაიჯანი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს გამოქვეყნებული სტატიების გამო, რომლებიც ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის იმ მონაკვეთს ეხება, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.პატიმრობა მოითხოვა ბრალდების მხარემ. ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავეს.პროკურატურის ვერსიით, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.პროკურატურაში განმარტეს, სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას.უწყებაში აღნიშნეს, რომ სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.გამოძიების ვერსიით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის - ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით.გამოძიების თვალსაზრისით, აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქართველოს კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი წარმოადგენს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს სასჯელის კონკრეტული ვადის გარეშე. ის მუშაობს როგორც დამამძიმებელი გარემოება და ემატება ძირითად ბრალდებას (მაგალითად, ჯაშუშობას ან საბოტაჟს), თუ დანაშაულმა ეროვნული უსაფრთხოება დააზიანა. შედეგად, ბრალდებულს უსჯიან სასჯელს ძირითადი მუხლით, მაგრამ ოფიციალურად აღიარებულია საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატედ.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ, პოლიტიკა საქართველოში, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ, პოლიტიკა საქართველოში, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სამშობლოს ღალატის საქმე: დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
22:42 23.10.2026 (განახლებულია: 09:36 24.10.2026) ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მეზობელ ქვეყანასთან ფარულად გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანს გადაეცა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს გამოქვეყნებული სტატიების გამო, რომლებიც ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის იმ მონაკვეთს ეხება, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.
პატიმრობა მოითხოვა ბრალდების მხარემ. ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურის ვერსიით, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.
პროკურატურაში განმარტეს, სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას.
უწყებაში აღნიშნეს, რომ სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.
გამოძიების ვერსიით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის - ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით.
გამოძიების თვალსაზრისით, აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.
დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი წარმოადგენს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს სასჯელის კონკრეტული ვადის გარეშე. ის მუშაობს როგორც დამამძიმებელი გარემოება და ემატება ძირითად ბრალდებას (მაგალითად, ჯაშუშობას ან საბოტაჟს), თუ დანაშაულმა ეროვნული უსაფრთხოება დააზიანა. შედეგად, ბრალდებულს უსჯიან სასჯელს ძირითადი მუხლით, მაგრამ ოფიციალურად აღიარებულია საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატედ.