მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები აბუ-დაბიში გაიმართება — კრემლი

© photo: Sputnik / Vitaliy Belousovკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2026
გამოწერა
უკრაინულ კრიზისის გადაჭრის მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ უსაფრთხოების გარანტიებს როგორც მოსკოვისთვის, ისე კიევისთვის
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ნოემბერში აბუ-დაბიში რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება, ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მოსალოდნელ მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლები.
„როგორც იცით, წინასწარ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა მოლაპარაკებები, რომლებზეც ვსაუბრობთ — აბუ-დაბიში, ნოემბრის პირველ ნახევარში დაგეგმილი შეხვედრები — სამმხრივ ფორმატში გაიმართება“, — განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული კრიზისის ყოვლისმომცველი გადაჭრა შეუძლებელია მოსკოვისა და კიევის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გარეშე.
„დიახ, მართლაც, პრეზიდენტმა განსაზღვრა მოლაპარაკებების თემატიკა: ეს არის ორი ქვეყნის — რუსეთისა და უკრაინის — უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“, — აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ გავლენ მშვიდობიანი მოგვარების გზაზე.
კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, ნოემბერში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები განაახლოს.
ყველა ახალი ამბავი
0