https://sputnik-georgia.com/20261023/ruseti-poltavasi-sarkinigzo-depoze-vilkovosi-ki-portsadagemze-dartymebis-sesaxeb-iuwyeba-301312564.html
რუსეთი პოლტავაში სარკინიგზო დეპოზე, ვილკოვოში გემსა და პორტზე დარტყმების შესახებ იუწყება
რუსეთი პოლტავაში სარკინიგზო დეპოზე, ვილკოვოში გემსა და პორტზე დარტყმების შესახებ იუწყება
Sputnik საქართველო
სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის არმია მსგავს დარტყმებს რუსეთის რეგიონებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების... 23.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-23T13:25+0400
2026-10-23T13:25+0400
2026-10-23T13:25+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/03/265712516_0:149:3138:1914_1920x0_80_0_0_e5fae1c61e025203ee816b8249186aef.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს დრონებით იერიშები უკრაინის რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე, პორტებსა და იმ საზღვაო ხომალდებზე, რომლებიც უკრაინის სამხედრო ძალების მხარდაჭერისთვის გამოიყენება, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.უწყების ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა პოლტავას ოლქში მდებარე სარკინიგზო ვაგონების დეპოზე — ობიექტზე, სადაც სამხედრო ტექნიკა ინახება და რემონტდება. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა ზღვაში მყოფ მშრალი ტვირთების გადამზიდ გემს დაარტყეს, რომელსაც ოდესის პორტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტვირთები გადაჰქონდა.იერიშის სამიზნე ასევე გახდა უკრაინული უეკიპაჟო საზღვაო კატარღების დროებითი დისლოკაციის ორი პუნქტი.„დარტყმების შედეგად ოდესის ოლქის პორტ ვილკოვოში დაზიანდა უეკიპაჟო საზღვაო კატარღების ოპერატორთა დროებითი დისლოკაციის ორი პუნქტი, ნავსადგური, აღნიშნული კატარღების საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ შესანახად და მოსამზადებლად გამოიყენება“, — აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის არმია დრონებითა და რაკეტებით მსგავს დარტყმებს რუსეთის რეგიონებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების საპასუხოდ ახორციელებს.კრემლში აცხადებენ, რომ ამ დარტყმების მიზანი კიევის შეტევითი პოტენციალის შესუსტებაა. რუსული მხარე იუწყება, რომ დარტყმები უწყვეტად ხორციელდება და ისინი სისტემატურ და მასირებულ ხასიათს ატარებს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/03/265712516_209:0:2940:2048_1920x0_80_0_0_9c2b7b63526ec6c53a6843ebbda6fa47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი პოლტავაში სარკინიგზო დეპოზე, ვილკოვოში გემსა და პორტზე დარტყმების შესახებ იუწყება
სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის არმია მსგავს დარტყმებს რუსეთის რეგიონებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების საპასუხოდ ახორციელებს.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს დრონებით იერიშები უკრაინის რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე, პორტებსა და იმ საზღვაო ხომალდებზე, რომლებიც უკრაინის სამხედრო ძალების მხარდაჭერისთვის გამოიყენება, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა პოლტავას ოლქში მდებარე სარკინიგზო ვაგონების დეპოზე — ობიექტზე, სადაც სამხედრო ტექნიკა ინახება და რემონტდება. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა ზღვაში მყოფ მშრალი ტვირთების გადამზიდ გემს დაარტყეს, რომელსაც ოდესის პორტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტვირთები გადაჰქონდა.
იერიშის სამიზნე ასევე გახდა უკრაინული უეკიპაჟო საზღვაო კატარღების დროებითი დისლოკაციის ორი პუნქტი.
„დარტყმების შედეგად ოდესის ოლქის პორტ ვილკოვოში დაზიანდა უეკიპაჟო საზღვაო კატარღების ოპერატორთა დროებითი დისლოკაციის ორი პუნქტი, ნავსადგური, აღნიშნული კატარღების საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ შესანახად და მოსამზადებლად გამოიყენება“, — აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის არმია დრონებითა და რაკეტებით მსგავს დარტყმებს რუსეთის რეგიონებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების საპასუხოდ ახორციელებს.
კრემლში აცხადებენ, რომ ამ დარტყმების მიზანი კიევის შეტევითი პოტენციალის შესუსტებაა. რუსული მხარე იუწყება, რომ დარტყმები უწყვეტად ხორციელდება და ისინი სისტემატურ და მასირებულ ხასიათს ატარებს.