„როსსელხოზნადზორი“ ქართული რძის ორ საწარმოს რუსულ ბაზარზე დაუშვებს

© photo: Sputnik / Varvara Hertier / გადასვლა მედიაბანკშირძის ქარხანა
რძის ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2026
გამოწერა
რუსეთმა მზადაა შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი ექვსი ქართული საწარმო
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის ნოემბრიდან რუსულ ბაზარზე დაშვებას ქართული რძის ორი საწარმო მიიღებს, ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაში.
2026 წლის 20-22 ოქტომბერს „როსსელხოზნადზორი“ მონაწილეობდა თბილისში გამართულ WOAH-ის (ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) რეგიონულ სემინარში, რომელიც ვეტერინარული პროდუქციის მარეგულირებელი სისტემების გაძლიერებას ეხება.
© Россельхознадзорთბილისში გამართული ვეტერინარული პროდუქციის მარეგულირებელი სისტემების გაძლიერების სემინარის მონაწილეები
Участники семинара по укреплению систем регулирования ветеринарной продукции в Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2026
თბილისში გამართული ვეტერინარული პროდუქციის მარეგულირებელი სისტემების გაძლიერების სემინარის მონაწილეები
სემინარის ფარგლებში, „როსსელხოზნადზორისა“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა, რომელზეც განიხილეს თანამშრომლობის გაფართოება და მეცხოველეობის პროდუქციის ორმხრივი მიწოდების ზრდა, მათ შორის — ახალი სახეობის საქონლისთვის ორივე ქვეყნის ბაზრების ხელმისაწვდომობა.
„როსსელხოზნადზორში“ აცხადებენ, რომ ქართული მხარისგან მიიღეს მოთხოვნა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის გარანტიებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაიწყეს პროცედურები აღნიშნული საწარმოების მესამე ქვეყნების რეესტრში შესაყვანად.
გარდა ამისა, რუსული მხარის ცნობით, რუსეთი მზადაა შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების 6 ქართული მწარმოებელი, რომლებიც რუსეთში პროდუქციის ექსპორტით არიან დაინტერესებული. დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნული კომპანიების თევზის ნაწარმისთვის რუსეთის ბაზარი ღია იქნება.
რუსეთის წყაროების მიხედვით, 2026 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში ცოცხალი ღორების ექსპორტი 26%-ით გაიზარდა და 180.100 სულს მიაღწია. ამავდროულად, საქართველოს ბაზარზე 6,4 ათასი ტონა რძის პროდუქტი შევიდა — მოცულობა, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს შეესაბამება.
გარდა ამისა, საქართველო რუსეთისგან ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინებს ყიდულობს; 2027 წლის პირველ კვარტალში 1.000-ზე მეტი დოზის მიწოდება იგეგმება.
არსებული მონაცემებით, 2026 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში ხახვის იმპორტი 3,1-ჯერ გაიზარდა და 2.300 ტონა შეადგინა.
ასევე გაიზარდა საქართველოდან რუსეთში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა: ვაშლატამას შემთხვევაში — 7,5%-ით (17.800 ტონამდე), ვაშლის — 24,5%-ით (15.000 ტონამდე), ლურჯი მოცვის — 46,7%-ით (9.500 ტონამდე), ქლიავის — 43,3%-ით (5.500 ტონამდე), მანდარინის — 57,2%-ით (3.300 ტონამდე), ლეღვის — 19,3%-ით (1.900 ტონამდე), ხოლო საზამთროს — 59,5%-ით (1.400 ტონამდე).
ყველა ახალი ამბავი
0