https://sputnik-georgia.com/20261023/romeli-evropuli-saxelmwifo-dausvebda-amas-saqartvelo-eutos-mowodebas-exmaureba-301318039.html
„რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებდა ამას?“: საქართველო ეუთოს მოწოდებას პასუხობს
„რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებდა ამას?“: საქართველო ეუთოს მოწოდებას პასუხობს
Sputnik საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოში ცდილობენ ევროპაში მიმდინარე ომის მსგავსი სიტუაციის შექმნას შეთხზული ბრალდებების გამოყენებით, რომლებიც, მისი... 23.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-23T15:40+0400
2026-10-23T15:40+0400
2026-10-23T15:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511614_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_876336326b0eef1f6b909b2a1077c2b6.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს, უნდა წარმოადგინონ კონკრეტული არგუმენტები და ახსნან, რომელი ევროპული სახელმწიფო მოითმენდა ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული სუბიექტების საქმიანობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.ასე გამოეხმაურა ის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ გუდრუნ კუგლერის მოწოდებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის უკან გაწვევაზე.გუდრუნ კუგლერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკან გაიწვიოს სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და დემოკრატიის გზას დაუბრუნდეს. მისი თქმით, პოლიტიკური კონკურენციის საკითხები საარჩევნო ყუთთან და ღია დემოკრატიულ დებატებში უნდა გადაწყდეს, და არა სასამართლო პროცესების გზით. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ღონისძიებაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.მისი თქმით, როცა მთელი ევროპა შეძრულია სისხლისმღვრელი ომით, მისი მასშტაბის გაფართოების რეალური საშიშროებით, „პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები“ საქართველოში ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ.ვოლსკის ტქმით, ამისათვის გამოიყენება არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფრად შეთხზული ბრალდებები.„მათ ამ მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი!“ - განაცხადა პოლიტიკოსმა.ვოლსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა კოორდინირებულ პროპაგანდაზე შიდა და გარე ძალების მხრიდან, რომლებიც საქართველოს „დემოკრატიისაგან უკუსვლაში“ ადანაშაულებენ, ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ქვეყნის საზოგადოებას დააზარალებს და, მათი აზრით, რევოლუციურ მუხტს გაზრდის.გარდა ამისა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საქართველოს ყოფილი ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლამდე იყვნენ, ქვეყნის დესტაბილიზაციისა და გლობალურ კონფლიქტში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება. მან ასევე გაკვირვება გამოთქვა იმით, რომ სარჩელის კრიტიკაში მონაწილეობენ ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები და რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც, მისი თქმით, ადრე ფინანსურად და პოლიტიკურად უჭერდნენ მხარს საქართველოში მომიტინგეებს, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა გამოიყენეს.საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე 21 ოქტომბერს გაიმართა. სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“. დღეს, 23 ოქტომბერს, სასამართლო პარტიების შუამდგომლობების განხილვას გააგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511614_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_54d12f62459377b1f3c83908428b456a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
„რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებდა ამას?“: საქართველო ეუთოს მოწოდებას პასუხობს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოში ცდილობენ ევროპაში მიმდინარე ომის მსგავსი სიტუაციის შექმნას შეთხზული ბრალდებების გამოყენებით, რომლებიც, მისი თქმით, კოორდინირებული პროპაგანდით არის გამყარებული.
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს, უნდა წარმოადგინონ კონკრეტული არგუმენტები და ახსნან, რომელი ევროპული სახელმწიფო მოითმენდა ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული სუბიექტების საქმიანობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ასე გამოეხმაურა ის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ გუდრუნ კუგლერის მოწოდებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის უკან გაწვევაზე.
გუდრუნ კუგლერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკან გაიწვიოს სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და დემოკრატიის გზას დაუბრუნდეს. მისი თქმით, პოლიტიკური კონკურენციის საკითხები საარჩევნო ყუთთან და ღია დემოკრატიულ დებატებში უნდა გადაწყდეს, და არა სასამართლო პროცესების გზით. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ღონისძიებაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
„გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, თუ რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო, რატომაა საქართველოსათვის სასარგებლო ეკონომიკურ ან, მით უმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა ან რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის მომართული ორგანიზებული სტრუქტურის საქმიანობასთან შეგუებას“, – წერს ვოლსკი.
მისი თქმით, როცა მთელი ევროპა შეძრულია სისხლისმღვრელი ომით, მისი მასშტაბის გაფართოების რეალური საშიშროებით, „პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები“ საქართველოში ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ.ვოლსკის ტქმით, ამისათვის გამოიყენება არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფრად შეთხზული ბრალდებები.
„მათ ამ მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი!“ - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ვოლსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა კოორდინირებულ პროპაგანდაზე შიდა და გარე ძალების მხრიდან, რომლებიც საქართველოს „დემოკრატიისაგან უკუსვლაში“ ადანაშაულებენ, ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ქვეყნის საზოგადოებას დააზარალებს და, მათი აზრით, რევოლუციურ მუხტს გაზრდის.
გარდა ამისა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საქართველოს ყოფილი ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლამდე იყვნენ, ქვეყნის დესტაბილიზაციისა და გლობალურ კონფლიქტში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.
ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება. მან ასევე გაკვირვება გამოთქვა იმით, რომ სარჩელის კრიტიკაში მონაწილეობენ ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები და რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც, მისი თქმით, ადრე ფინანსურად და პოლიტიკურად უჭერდნენ მხარს საქართველოში მომიტინგეებს, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა გამოიყენეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე 21 ოქტომბერს გაიმართა. სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“. დღეს, 23 ოქტომბერს, სასამართლო პარტიების შუამდგომლობების განხილვას გააგრძელებს.