https://sputnik-georgia.com/20261023/fermerebma-arastandartuli-vaslis-cabarebit-554-atas-larze-meti-semosavali-miires-301326322.html
ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლისგან 554 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლისგან 554 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
Sputnik საქართველო
"არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის" სახელმწიფო პროგრამა 13 ოქტომბრიდან ამოქმედდა და მისი მიზანი ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა... 23.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-23T18:30+0400
2026-10-23T18:30+0400
2026-10-23T18:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290240233_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_959e143ed97dd0aa3a643ae0cb0b66d6.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან დღემდე ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად 554 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 219,5 ათას ლარს აღემატება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება 13 ოქტომბერს დაიწყო. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. უწყების ცნობით, პროგრამაში ჩართულმა გადამამუშავებელმა 9 საწარმომ პროგრამის ამოქმედების დღიდან, 13 ოქტომბრიდან დღემდე 2.195 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. "არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების სტიმულირების პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. ის საშუალებას აძლევს ფერმერებს, უხარისხო ვაშლი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290240233_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_6443a7f209f01f53f4adfbbc3601c086.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლისგან 554 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
"არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის" სახელმწიფო პროგრამა 13 ოქტომბრიდან ამოქმედდა და მისი მიზანი ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობაა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან დღემდე ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად 554 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 219,5 ათას ლარს აღემატება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება 13 ოქტომბერს დაიწყო.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
უწყების ცნობით, პროგრამაში ჩართულმა გადამამუშავებელმა 9 საწარმომ პროგრამის ამოქმედების დღიდან, 13 ოქტომბრიდან დღემდე 2.195 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს.
"არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების სტიმულირების პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. ის საშუალებას აძლევს ფერმერებს, უხარისხო ვაშლი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის.