https://sputnik-georgia.com/20261023/bevri-ilaparakon-da-tavadve-aikrzalaven-tavebs-ocnebasi-opoziciis-qceva-seafases-301325857.html
ბევრი ილაპარაკონ და თავადვე აიკრძალავენ თავებს: „ოცნებაში“ ოპოზიციის ქცევა შეაფასეს
ბევრი ილაპარაკონ და თავადვე აიკრძალავენ თავებს: „ოცნებაში“ ოპოზიციის ქცევა შეაფასეს
Sputnik საქართველო
ოპოზიცია, თავის მხრივ, მოსამართლეებს მიკერძოებაში ადანაშაულებს: სასამართლომ ჯერ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, 23 ოქტომბრის შემდეგ კი მხარეები საკუთარ... 23.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-23T17:13+0400
2026-10-23T17:13+0400
2026-10-23T17:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296342957_0:1:825:465_1920x0_80_0_0_e5d89227a15200120d2693ccf918ef4a.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის სასამართლო განხილვის დროს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები მოსარჩელის პოზიციას აძლიერებს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც მან „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ უწოდა, თავიანთი ქმედებებითა და განცხადებებით დამატებით არგუმენტებს აწვდიან სასამართლოს „ქართული ოცნების“ მოთხოვნების სასარგებლოდ.ის აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკურ საქმიანობას საზღვარგარეთ ახორციელებენ და უცხოელ პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისკენ მოუწოდებენ. კერძოდ, გორდულაძემ გაიხსენა 2024 წლის მოვლენები და წერილი, რომელიც, მისი თქმით, ოპოზიციამ 2025 წელს უცხოელ პარტნიორებს გაუგზავნა და რომელშიც საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებისა და საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტისკენ მოუწოდებდა.გორდულაძემ ასევე გააკრიტიკა ოპოზიციის მცდელობები, საქმის განხილვაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩართოს. მისი აზრით, ასეთი ინიციატივები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობაზე მიუთითებს.„თითქოს საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანმა“, – აღნიშნა გორდულაძემ.ამასობაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის კომენტირებისას, განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებული პროცესის გაჭიანურებას.მისი თქმით, მთავრობის ოპონენტები უამრავ შუამდგომლობას აყენებენ და ისინი მათ ისე ადგენენ, რომ სასამართლოს მათი დაკმაყოფილება არ შეუძლია.მან ტყუილი უწოდა ოპოზიციის მტკიცებას, თითქოს საქმეში არ ჩანს ვის რა ნაწილი ეხება ამ სარჩელიდან. პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხვდებიან, რომ საქმე სერიოზულ მტკიცებულებებს შეიცავს, მაგრამ ცდილობენ თავიანთი მხარდამჭერების საპირისპიროში დარწმუნებას.ოპოზიციამ მოსამართლეები მიკერძოებაში დაადანაშაულაამასობაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ოპოზიციის მიმართ მიკერძოებაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რომ მოსამართლეებმა აგრესიული განცხადებები გააკეთეს ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ.ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ ადრე მოსამართლეები „როდესაც ცდილობდნენ ხოლმე დემონსტრირებას და ერთ შუამდგომლობას მაინც დემონსტრაციულად აკმაყოფილებდნენ“, მაგრამ ახლა ამაზეც კი უარი თქვეს.პარტია „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ სარჩელი არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან გაქრობას ისახავს მიზნად.მისი თქმით, შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, საქმის განხილვა დაიწყება. სიორიძემაც აღნიშნა, რომ სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოშისაკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე 21 ოქტომბერს გაიმართა.სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.სხდომის პირველი ორი დღე მოპასუხეთა შუამდგომლობებს დაეთმო. სასამართლოს საქმის არსებითად განხილვა ჯერ არ დაუწყია: წარდგენილი შუამდგომლობებიდან არცერთი არ დაკმაყოფილებულა.სხდომის მეორე დღეს შუამდგომლობები წარადგინეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა. შუამდგომლობების უმეტესობა მოწმეების გამოძახებასა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას ეხებოდა.დღეს, 23 ოქტომბერს, სასამართლო პარტიების შუამდგომლობების განხილვა გაგრძელდა. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მხარეთა პოზიციების მოსმენაზე სასამართლო გადავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296342957_103:0:723:465_1920x0_80_0_0_134fe90c4f647cf971d0f2366b71e51d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში
ბევრი ილაპარაკონ და თავადვე აიკრძალავენ თავებს: „ოცნებაში“ ოპოზიციის ქცევა შეაფასეს
ოპოზიცია, თავის მხრივ, მოსამართლეებს მიკერძოებაში ადანაშაულებს: სასამართლომ ჯერ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, 23 ოქტომბრის შემდეგ კი მხარეები საკუთარ პოზიციას წარადგენენ.
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის სასამართლო განხილვის დროს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები მოსარჩელის პოზიციას აძლიერებს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც მან „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ უწოდა, თავიანთი ქმედებებითა და განცხადებებით დამატებით არგუმენტებს აწვდიან სასამართლოს „ქართული ოცნების“ მოთხოვნების სასარგებლოდ.
„რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიად დაყოფილმა პირებმა. ისინი თვითონ სხდომაზეც, პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ასაბუთებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გორდულაძემ.
ის აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკურ საქმიანობას საზღვარგარეთ ახორციელებენ და უცხოელ პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისკენ მოუწოდებენ. კერძოდ, გორდულაძემ გაიხსენა 2024 წლის მოვლენები და წერილი, რომელიც, მისი თქმით, ოპოზიციამ 2025 წელს უცხოელ პარტნიორებს გაუგზავნა და რომელშიც საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებისა და საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტისკენ მოუწოდებდა.
გორდულაძემ ასევე გააკრიტიკა ოპოზიციის მცდელობები, საქმის განხილვაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩართოს. მისი აზრით, ასეთი ინიციატივები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობაზე მიუთითებს.
„თითქოს საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანმა“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ამასობაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის კომენტირებისას, განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებული პროცესის გაჭიანურებას.
მისი თქმით, მთავრობის ოპონენტები უამრავ შუამდგომლობას აყენებენ და ისინი მათ ისე ადგენენ, რომ სასამართლოს მათი დაკმაყოფილება არ შეუძლია.
„მერე ალბათ ხმამაღლა განაცხადებენ: აი ჩვენ დავაყენეთ 17 შუამდგომლობა და არც ერთი არ დააკმაყოფილეს. რა თქმა უნდა, თუ სამართლებრივი საფუძველი არ არის და არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ უბრალოდ ეს რიცხვი აინტერესებთ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
მან ტყუილი უწოდა ოპოზიციის მტკიცებას, თითქოს საქმეში არ ჩანს ვის რა ნაწილი ეხება ამ სარჩელიდან. პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხვდებიან, რომ საქმე სერიოზულ მტკიცებულებებს შეიცავს, მაგრამ ცდილობენ თავიანთი მხარდამჭერების საპირისპიროში დარწმუნებას.
ოპოზიციამ მოსამართლეები მიკერძოებაში დაადანაშაულა
ამასობაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ოპოზიციის მიმართ მიკერძოებაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რომ მოსამართლეებმა აგრესიული განცხადებები გააკეთეს ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ ადრე მოსამართლეები „როდესაც ცდილობდნენ ხოლმე დემონსტრირებას და ერთ შუამდგომლობას მაინც დემონსტრაციულად აკმაყოფილებდნენ“, მაგრამ ახლა ამაზეც კი უარი თქვეს.
„აშკარად ჩანს, რომ პროცესის სწრაფად დასრულების ინსტრუქცია აქვთ მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ კვირაშიც დანიშნეს სხდომები... საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არც ერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ და გამოირჩევიან ძალიან აგრესიული განცხადებებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რითაც თავიანთ კოლეგებსაც ჩრდილავენ საქალაქო სასამართლოდან“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
პარტია „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ სარჩელი არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან გაქრობას ისახავს მიზნად.
მისი თქმით, შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, საქმის განხილვა დაიწყება. სიორიძემაც აღნიშნა, რომ სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე 21 ოქტომბერს გაიმართა.
სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
სხდომის პირველი ორი დღე მოპასუხეთა შუამდგომლობებს დაეთმო. სასამართლოს საქმის არსებითად განხილვა ჯერ არ დაუწყია: წარდგენილი შუამდგომლობებიდან არცერთი არ დაკმაყოფილებულა.
სხდომის მეორე დღეს შუამდგომლობები წარადგინეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა. შუამდგომლობების უმეტესობა მოწმეების გამოძახებასა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას ეხებოდა.
დღეს, 23 ოქტომბერს, სასამართლო პარტიების შუამდგომლობების განხილვა გაგრძელდა. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მხარეთა პოზიციების მოსმენაზე სასამართლო გადავა.