ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება - ექსპერტმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები შეაფასა

გამოწერა
მსოფლიო წესრიგი იცვლება და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას ურთულესი პროცესები ახლავს, მიაჩნია პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, თამარ კიკნაძე.
„ვითარება არის საკმაოდ რთული, რადგანაც ვართ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში და ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, როდესაც მსოფლიო წესრიგი იცვლება, გარდაუვალია დიდი ომი, თუმცა დღევანდელ სურათს თუ გავადევნებთ თვალს, ამ წესრიგის ფორმირება ხდება პროქსი-სახელმწიფო უკრაინის ხარჯზე“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, დღევანდელი მსოფლიო წესრიგის ფორმირება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ხდება.
„არავისთვის არ არის დამალული, რომ რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს მიმართა, რომ საჭირო იყო მისი პირობების გათვალისწინება, რომ ის არც დაუშვებდა ნატოს გაფართოებას, რომ უკრაინა არის მისი სასიცოცხლო ე.წ. რუსული სივრცე“, - განაცხადა კიკნაძემ.
კიკნაძის თქმით, დღევანდელი მსოფლიო წესრიგი აშშ-ის ჰეგემონიის დაღმა სვლით გამოირჩევა, რადგან ჰეგემონი ძალიან დიდ მატერიალურ, მორალურ და სხვა სახის რესურსებს ხარჯავს ამ ჰეგემონიის შესანარჩუნებლად. ტრამპი მსოფლიოს კრიზის-მენეჯერად მოევლინა, დასძინა მან.
ყველა ახალი ამბავი
0