იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა თბილისიდან ფრენები დაიწყო

© photo: Sputnikშოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2026
გამოწერა
თბილისი-ამანის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა.
თბილისი-ამანის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Royal Jordanian Airlines-თან მოლაპარაკებებს 2024 წლიდან აწარმოებდა, შედეგად ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.
Royal Jordanian არის იორდანიის ეროვნული ფლაგმანი ავიაკომპანია, რომელიც დაარსდა 1963 წელს და მისი სათაო ოფისი მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ამანში. ის ითვლება ახლო აღმოსავლეთისა და ლევანტის რეგიონის ერთ-ერთ წამყვან და ავტორიტეტულ ავიაგადამზიდავად.
ყველა ახალი ამბავი
0