https://sputnik-georgia.com/20261022/xvanwkaras-samsoblosi-rtveli-seuferxeblad-mimdinareobs-ministri-301299780.html
„ხვანჭკარას“ სამშობლოში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს - მინისტრი
„ხვანჭკარას“ სამშობლოში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს - მინისტრი
Sputnik საქართველო
ყურძნის ჩაბარებით რაჭველი მევენახეების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 19 მილიონ ლარს მიაღწია 22.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-22T18:38+0400
2026-10-22T18:38+0400
2026-10-22T18:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/18/290029785_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_d1101dce197ba6dd13c273c623373535.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მაღალმთიან რაჭაში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს, ამ დროისთვის ღვინის საწარმოებმა უკვე გადაამუშავეს 2.400 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.კახეთის შემდეგ 14 ოქტომბერს რთველი რაჭაშიც დაიწყო.მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.„რაჭაში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. კლიმატური პირობების გამო, წელს რაჭაში, კახეთის მსგავსად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლა გვიან დაიწყო, თუმცა მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია“, - განაცხადა სონღულაშვილმა.მინიტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.21 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის გადამუშავებულია 2400 ტონამდე „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენი. მოსავალი ჩააბარა 1300-მდე მევენახემ, მათმა შემოსავალმა 19 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთო 35 ღვინის კომპანია, მათ შორის სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია".სონღულაშვილის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არცერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნას და მათ მოწეული ყურძნის რეალიზაციით შესაბამისი შემოსავალი მიიღონ.რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა 2026 წელსაც ხორციელდება.მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ „ალექსანდროულის", ისე 1 კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა" და „ალექსანდროულში" შერევა.საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება.რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/18/290029785_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_5cc9c6cf39810e1e1a3ea098c7111fdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, სოციალური სფერო საქართველოში
„ხვანჭკარას“ სამშობლოში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს - მინისტრი
ყურძნის ჩაბარებით რაჭველი მევენახეების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 19 მილიონ ლარს მიაღწია
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მაღალმთიან რაჭაში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს, ამ დროისთვის ღვინის საწარმოებმა უკვე გადაამუშავეს 2.400 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
კახეთის შემდეგ 14 ოქტომბერს რთველი რაჭაშიც დაიწყო.
მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.
„რაჭაში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. კლიმატური პირობების გამო, წელს რაჭაში, კახეთის მსგავსად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლა გვიან დაიწყო, თუმცა მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
მინიტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
21 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის გადამუშავებულია 2400 ტონამდე „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენი. მოსავალი ჩააბარა 1300-მდე მევენახემ, მათმა შემოსავალმა 19 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთო 35 ღვინის კომპანია, მათ შორის სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია".
სონღულაშვილის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არცერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნას და მათ მოწეული ყურძნის რეალიზაციით შესაბამისი შემოსავალი მიიღონ.
„ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, რათა გაიზარდოს რეგიონში წარმოებული ყურძნის შესყიდვის ინტერესი და მევენახეებმა მოსავლის დროულად დაბინავება შეძლონ. სწორედ კერძო საწარმოების ჩართულობის წახალისებასა და რთველის ორგანიზებულად ჩატარებას ემსახურება სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა 2026 წელსაც ხორციელდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ „ალექსანდროულის", ისე 1 კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.
ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა" და „ალექსანდროულში" შერევა.
საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება.
რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.