https://sputnik-georgia.com/20261022/tamaz-elizbarasvili-tavisufalia-301294861.html
თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია
თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია
Sputnik საქართველო
ბიზნესმენს, რომელსაც გამოძიება მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 22.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-22T17:22+0400
2026-10-22T17:22+0400
2026-10-22T17:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ბიზნესმენი და ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლ დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. ბიზნესმენს, რომელსაც გამოძიება მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმადაც ელიზბარაშვილს 9 თვე პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული და 1 წელი გამსოაცდელი ვადა, გარდა ამისა მან 50 ათას ლარიანი ჯარიმაც უნდა გადაიხადოს. საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით ელიზბარაშვილმა მიმართა, რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისმა ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა ახსნა. როგორც უფლებადამცველმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ელიზბარაშვილმა აღიარა ის ქმედება, რასაც პირველ სხდომაზეც აღიარებდა, რომ ნამდვილად დაბრუნდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეორე დღეს ნამდვილად გამოაქვეყნა პოსტი და ჩაწერა ლაივ - მიმართვა. თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 3 სექტემბერს კი პროკურატურამ მას მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა. თამაზ ელიზბარაშვილის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით. პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი კონფლიქტის დროს თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს. დაახლოებით 00:20 საათზე თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია. 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, შემთხვევები საქართველოში
თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია
ბიზნესმენს, რომელსაც გამოძიება მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ბიზნესმენი და ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლ დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
ბიზნესმენს, რომელსაც გამოძიება მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის
თანახმადაც ელიზბარაშვილს 9 თვე პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული და 1 წელი გამსოაცდელი ვადა, გარდა ამისა მან 50 ათას ლარიანი ჯარიმაც უნდა გადაიხადოს.
საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით ელიზბარაშვილმა მიმართა, რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისმა ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა ახსნა.
როგორც უფლებადამცველმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ელიზბარაშვილმა აღიარა ის ქმედება, რასაც პირველ სხდომაზეც აღიარებდა, რომ ნამდვილად დაბრუნდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეორე დღეს ნამდვილად გამოაქვეყნა პოსტი და ჩაწერა ლაივ - მიმართვა.
"მუხლი, რომლითაც ბრალი აქვს წარდგენილი თამაზ ელიზბარაშვილს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ ბრალდებულის ქცევაზე, გასათვალისწინებელია ყოველთვის დაზარალებულის სუბიექტური აღქმა. ვინაიდან დაზარალებულებმა სუბიექტურად აღიქვეს როგორც თამაზ ელიზბარაშვილის ქმედება, როგორც მათ მიმართ მიამრთული, თითქოს, სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ამ შემთხვევაში უკვე მუხლის შემადგენლობა სახეზე გვაქვს. სწორედ ამიტომ მიიღო თამაზ ელიზბარაშვილმა გადაწყვეტილება, რომ გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება ბრალდების მხარესთან", - განაცხადა ადვოკატმა.
თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 3 სექტემბერს კი პროკურატურამ მას მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
თამაზ ელიზბარაშვილის საქმე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.
პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი კონფლიქტის დროს თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.
დაახლოებით 00:20 საათზე თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია.
31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.