https://sputnik-georgia.com/20261022/sursatis-mikrobiologiouri-kvlevebis-laboratoriam-eurofins-is-testireba-warmatebit-gaiara-301301033.html
სურსათის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ Eurofins-ის ტესტირება წარმატებით გაიარა
სურსათის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ Eurofins-ის ტესტირება წარმატებით გაიარა
Sputnik საქართველო
Eurofins-ის პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების... 22.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-22T21:11+0400
2026-10-22T21:11+0400
2026-10-22T21:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/13/299230449_0:0:1152:648_1920x0_80_0_0_9329f65b24c077dfb305fa6a6fc0eac7.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის - Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროფესიული ტესტირება ლაბორატორიამ ოქტომბერში გაიარა და ის ლაბორატორიული კვლევების ხარისხის, სიზუსტისა და შედეგების სანდოობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. გარდა ამისა, ტესტირების ფარგლებში, ბავშვთა კვების (ჩვილის ფორმულის) ნიმუშებში ლაბორატორიამ წარმატებით გამოიკვლია მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, მათ შორის მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა, ენტერობაქტერიები, კოლიფორმული ბაქტერიები, E. coli, ობის სოკოები და საფუვრები. პოლენტას ნიმუშებში კი ლაბორატორიამ გამოიკვლია ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებმაც შესაძლოა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკები შექმნას, მათ შორის Listeria monocytogenes, Salmonella spp. და E. coli O157. "Eurofins-ის პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების სიზუსტეს, სანდოობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას", - ნათქვამია ინფორმაციაში. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მუდმივად მუშაობს კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების, თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და ლაბორატორიული კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, აღნიშნეს უწყებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/13/299230449_49:0:1073:768_1920x0_80_0_0_e0d354094604ce64fc8bb1c00406d2e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება
სურსათის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ Eurofins-ის ტესტირება წარმატებით გაიარა
Eurofins-ის პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების სიზუსტეს, სანდოობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობასმ აცხადებენ სამინისტროში.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის - Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროფესიული ტესტირება ლაბორატორიამ ოქტომბერში გაიარა და ის ლაბორატორიული კვლევების ხარისხის, სიზუსტისა და შედეგების სანდოობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.
"ტესტირების ფარგლებში ლაბორატორიამ წარმატებით განახორციელა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კვლევები სხვადასხვა მიკროორგანიზმისა და პათოგენის გამოსავლენად", - აღნიშულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ტესტირების ფარგლებში, ბავშვთა კვების (ჩვილის ფორმულის) ნიმუშებში ლაბორატორიამ წარმატებით გამოიკვლია მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, მათ შორის მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა, ენტერობაქტერიები, კოლიფორმული ბაქტერიები, E. coli, ობის სოკოები და საფუვრები.
პოლენტას ნიმუშებში კი ლაბორატორიამ გამოიკვლია ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებმაც შესაძლოა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკები შექმნას, მათ შორის Listeria monocytogenes, Salmonella spp. და E. coli O157.
"Eurofins-ის პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების სიზუსტეს, სანდოობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მუდმივად მუშაობს კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების, თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და ლაბორატორიული კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, აღნიშნეს უწყებაში.