https://sputnik-georgia.com/20261022/somxetis-generaluri-prokurori-tbilissi-sexvedrebis-ziritadi-temebi-301305146.html
სომხეთის გენერალური პროკურორი თბილისში: შეხვედრების ძირითადი თემები
სომხეთის გენერალური პროკურორი თბილისში: შეხვედრების ძირითადი თემები
Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის გენერალურმა პროკურორებმა ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 22.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-22T22:59+0400
2026-10-22T22:59+0400
2026-10-23T01:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/16/301301254_0:0:1258:708_1920x0_80_0_0_d3cb5327d8057dab0f5fdc241e7826b5.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ანა ვარდაპეტიანმა , იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.ხაზი გაესვა სომხეთსა და საქართველოს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.საუბარი შეეხო ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას და აღინიშნა, რომ რეგულარული დიალოგი ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.მანამდე ვარდაპეტიანი თავის კოლეგას, გიორგი გვარაკიძეს შეხვდა.საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პროფესიული ურთიერთობები ხელს უწყობს ეფექტიან თანამშრომლობას მართლმსაჯულების სფეროში.შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/16/301301254_45:0:1017:729_1920x0_80_0_0_b47ddfc967ae26a97bcf34340f2a99e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
სომხეთის გენერალური პროკურორი თბილისში: შეხვედრების ძირითადი თემები
22:59 22.10.2026 (განახლებულია: 01:29 23.10.2026) საქართველოსა და სომხეთის გენერალურმა პროკურორებმა ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ანა ვარდაპეტიანმა , იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
ხაზი გაესვა სომხეთსა და საქართველოს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.
საუბარი შეეხო ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას და აღინიშნა, რომ რეგულარული დიალოგი ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
მანამდე ვარდაპეტიანი თავის კოლეგას, გიორგი გვარაკიძეს შეხვდა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პროფესიული ურთიერთობები ხელს უწყობს ეფექტიან თანამშრომლობას მართლმსაჯულების სფეროში.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს.