https://sputnik-georgia.com/20261022/opoziciis-akrzalva-saqartvelosi-mmartveli-partia-eutos-kritikas-gamoexmaura-301294311.html
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში: მმართველი პარტია ეუთოს კრიტიკას გამოეხმაურა
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში: მმართველი პარტია ეუთოს კრიტიკას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
ქართველმა პოლიტიკოსმა პარტიების აკრძალვის უცხოური პრაქტიკა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებები მოიშველია 22.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-22T16:11+0400
2026-10-22T16:11+0400
2026-10-22T16:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ეუთო/ოდირი
ეუთო
საქართველო - ეუთო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24086/47/240864742_0:160:1280:881_1920x0_80_0_0_5ddb9da1ccb5b15d65aeb27f04b1d1e1.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები არასწორია, ხოლო სასამართლო პროცესის ღიაობა მისი მიუკერძოებლობის გარანტიაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, როდესაც გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ გუდრუნ კუგლერის მოწოდებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის უკან გაწვევაზე.გუდრუნ კუგლერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკან გაიწვიოს სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და დემოკრატიის გზას დაუბრუნდეს. მისი თქმით, პოლიტიკური კონკურენციის საკითხები საარჩევნო ყუთთან და ღია დემოკრატიულ დებატებში უნდა გადაწყდეს, და არა სასამართლო პროცესების გზით. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ღონისძიებაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.კახიანის თქმით, ანალოგიური პრაქტიკა არსებობს ბევრ ქვეყანაში, არსებობს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები.მისი განცხადებით, პროცესის განხილვა საჯაროა, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა და ეს არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი.საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე 21 ოქტომბერს გაიმართა. სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.პირველი სხდომა რვა საათს გაგრძელდა. მხარეებმა წარადგინეს შუამდგომლობები, სხდომა დასრულდა მრავალრიცხოვანი საპროცესო მიმართვების შემდეგ. პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევეს.სხდომას ხუთიდან მხოლოდ ოთხი პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ - „ფედერალისტებმა" საქმის მოსმენაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.სარჩელის განხილვას სამი დღე უნდა დაეთმოს. ხუთშაბათს სასამართლო გააგრძელებს შუამდგომლობების განხილვას, მათ შორის „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „საქართველოსთვის“ მიმართვებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24086/47/240864742_104:188:993:855_1920x0_80_0_0_2d878b006fada3bb9c68591bb66648ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ეუთო/ოდირი, ეუთო, საქართველო - ეუთო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ეუთო/ოდირი, ეუთო, საქართველო - ეუთო
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში: მმართველი პარტია ეუთოს კრიტიკას გამოეხმაურა
ქართველმა პოლიტიკოსმა პარტიების აკრძალვის უცხოური პრაქტიკა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებები მოიშველია
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები არასწორია, ხოლო სასამართლო პროცესის ღიაობა მისი მიუკერძოებლობის გარანტიაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, როდესაც გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ გუდრუნ კუგლერის მოწოდებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის უკან გაწვევაზე.
გუდრუნ კუგლერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკან გაიწვიოს სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და დემოკრატიის გზას დაუბრუნდეს. მისი თქმით, პოლიტიკური კონკურენციის საკითხები საარჩევნო ყუთთან და ღია დემოკრატიულ დებატებში უნდა გადაწყდეს, და არა სასამართლო პროცესების გზით. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ღონისძიებაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
კახიანის თქმით, ანალოგიური პრაქტიკა არსებობს ბევრ ქვეყანაში, არსებობს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები.
„ეს არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესი. საქართველოსთვის ასეთი განხილვა არ ყოფილა, პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე როცა ვსაუბრობთ, თუმცა არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი განცხადებით, პროცესის განხილვა საჯაროა, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა და ეს არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი.
„საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა. შესაბამისად, საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ, იმაზე, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე 21 ოქტომბერს გაიმართა. სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
პირველი სხდომა რვა საათს გაგრძელდა. მხარეებმა წარადგინეს შუამდგომლობები, სხდომა დასრულდა მრავალრიცხოვანი საპროცესო მიმართვების შემდეგ. პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევეს.
სხდომას ხუთიდან მხოლოდ ოთხი პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ - „ფედერალისტებმა" საქმის მოსმენაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
სარჩელის განხილვას სამი დღე უნდა დაეთმოს. ხუთშაბათს სასამართლო გააგრძელებს შუამდგომლობების განხილვას, მათ შორის „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „საქართველოსთვის“ მიმართვებს.