ლოკოკინების ექსპორტი საქართველოდან იზრდება: ვინ ყიდულობს

ლოკოკინები - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 75%-ით, ხოლო ღირებულება 67%-ით გაიზარდა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ 2026 წლის 9 თვეში ექსპორტზე 3 მლნ დოლარის ღირებულების 826 ტონა ლოკოკინა გაიტანა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 75%-ით, ხოლო ღირებულება 67%-ით გაიზარდა.
ქართული ლოკოკინების მთავარი საექსპორტო ბაზრებია საფრანგეთი (71%) და თურქეთი (29%).
ლოკოკინების წარმოება ქართველი ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი სფეროა – ერთი ჰექტარიდან შემოსავალი რამდენიმე ათეული ათასი ევროა.
საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებსაც 2021 წელს ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტის უფლება აქვთ. სიაში საქართველოს შეყვანას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0