https://sputnik-georgia.com/20261022/ariarebs-da-inaniebs-cadeenil-danasauls-elizbarasvils-saproceso-setanxmeba-gauformdeba-301287525.html
„აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს": ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
„აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს": ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
Sputnik საქართველო
ბიზნესმენი და ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი 2026 წლის 1-ელ სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. 22.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-22T13:54+0400
2026-10-22T13:54+0400
2026-10-22T13:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23213/08/232130893_0:313:6000:3688_1920x0_80_0_0_863d2dbfe31e498c779539d3859a5226.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა - იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბიზნესმენი და ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი 2026 წლის 1-ელ სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, მას ბრალდება მუქარის მუხლით აქვს წარდგენილი. თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. თამაზ ელიზბარაშვილის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით. პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი კონფლიქტის დროს თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს. დაახლოებით 00:20 საათზე თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია. 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23213/08/232130893_334:0:5667:4000_1920x0_80_0_0_a77c431007197574bf7682be5aed268f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
„აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს": ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
ბიზნესმენი და ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი 2026 წლის 1-ელ სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა - იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიზნესმენი და ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი 2026 წლის 1-ელ სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, მას ბრალდება მუქარის მუხლით აქვს წარდგენილი.
"ამასთან, ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, მან უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
თამაზ ელიზბარაშვილის საქმე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.
პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი კონფლიქტის დროს თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.
დაახლოებით 00:20 საათზე თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია.
31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.