ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი 2014 წლის ზაფხულში დონეცკის მახლობლად დაღუპული „როსია სეგოდნიას“ სპეციალური ფოტოკორესპონდენტის სახელს ატარებს.კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ, რუსეთის ფედერაციის იუნესკოს საქმეთა კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის მიმართ საზოგადოების ყურადღების მიზიდვას. ესაა მოედანი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფოტოგრაფებისათვის.ფოტოკონკურსი ექვს ნომინაციას ითვალისწინებს: „მთავარი ახალი ამბები“, „სპორტი“, „ჩემი პლანეტა“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ და „ხედი ზემოდან“, ასევე ახალი კატეგორია „სიცოცხლის ენერგია“.
მოსკოვში ანდრეი სტენინის სახელობის მე-12 საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდნენ.
ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი 2014 წლის ზაფხულში დონეცკის მახლობლად დაღუპული „როსია სეგოდნიას“ სპეციალური ფოტოკორესპონდენტის სახელს ატარებს.
კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ, რუსეთის ფედერაციის იუნესკოს საქმეთა კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის მიმართ საზოგადოების ყურადღების მიზიდვას. ესაა მოედანი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფოტოგრაფებისათვის.
ფოტოკონკურსი ექვს ნომინაციას ითვალისწინებს: „მთავარი ახალი ამბები“, „სპორტი“, „ჩემი პლანეტა“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ და „ხედი ზემოდან“, ასევე ახალი კატეგორია „სიცოცხლის ენერგია“.
ნომინაციაში „მთავარი ახალი ამბები. პორტრეტი“ პირველი პრიზი მოიპოვა ბანგლადეშელი ფოტოგრაფის ალ მუზტაბა როსულის (S.M. Al Muztaba Rosul) ნამუშევარმა „ჭერი – ზეცა, იატაკი ფერფლისგან“.
კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა ლიბანელი ფოტოგრაფი აბდულ კადერ ალ-ბაი. ფოტოსერიისთვის „ლიბანი 2024–2025: ცხოვრება ავიადარტყმებს შორის“. ფოტოგრაფმა გაიმარჯვა კატეგორიაში „მთავარი ახალი ამბები. ფოტოსერია“.
რუსი ფოტოგრაფ სერგეი ბობილევის ფოტო „შემხვედრი ნაბიჯი“, რომელიც ასახავს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ალასკაზე. წამახალისებელი პრემია ნომინაციაში „მთავარი ამბები. ცალკეული ფოტო“
სპეციალურ ნომინაციაში „სიცოცხლის ენერგია“ ჟიურიმ პირველი ადგილი მიაკუთვნა პაველ ვოლკოვს ფოტოების სერიისთვის „რექვიემი“ – ადამიანებზე, რომლებიც საომარი მოქმედებების შემდეგ საცხოვრებლად თავიანთ ქალაქებში დარჩნენ და იმედს არ კარგავენ.
მეორე ადგილი ნომინაციაში „მთავარი ამბები. ცალკეული ფოტო“. ირანელმა ფოტოგრაფმა სეიედ მატინ ჰაშემი აღაჯარიმ აღბეჭდა მომენტი, როდესაც გოგონა გარდაცვლილ მამასთან სელფის იღებდა.
პირველი ადგილი ნომინაციაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“. ინდოელმა ფოტოგრაფმა არპან ბასუ ჩაულჰურიმ დასავლეთ ბენგალიაში, გაჯანის ფესტივალის დროს, გოგონა აღბეჭდა.
ნომინაციაში „სპორტი“ გამარჯვებული გახდა რუსი ფოტოგრაფ ევგენი ფილიპოვის ნამუშევარი „ბოლო ფაზა“. ფოტოზე აღბეჭდილი არიან სპორტსმენები „კრემლის თასის“ ფინალის წინ „გახურების" დროს.
ბერძენი ფოტოგრაფ ანგელოს ბარაიას ფოტო „მომიტინგე გიტარისტი“. ფოტოზე აღბეჭდილია ახალგაზრდა ქუჩის გიტარისტი ალექსი ათენის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს. მეორე ადგილი ნომინაციაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“.
უნგრელი ფოტოგრაფ ტიმეა ამბრუშის ნამუშევარი „ნაკადი“. ფოტოზე გამოსახულია მლაშე ტბა, რომლის ზედაპირზეც ბატების გუნდი დაცურავს. მესამე ადგილი ნომინაციაში „ხედი ზემოდან. ცალკეული ფოტოები“
თურქმა ფოტოგრაფმა შებნემ ქოშკუნმა სამხრეთ ოკეანეში გენტუს პინგვინების ქცევაზე დაკვირვების სამეცნიერო ექსპედიციის ნამუშევრები გადაიღო. წამახალისებელი პრემია სერიაში „სიცოცხლის ენერგია".
რუსი ფოტოგრაფ მარია სემიონოვას ფოტორეპორტაჟი ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცხოვრების შესახებ. პირველი ადგილი სერიაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“.
რუსი ფოტოგრაფის ნამუშევარი ასახავს 2025 წლის შემოდგომაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ ვითარებას, რომელმაც ნომინაციაში „ჩემი პლანეტა“ პირველი ადგილი დაიკავა.
ბანგლადეშელი ჰოსეინ სოლეიმანის ნამუშევარი „ცხოვრება ქვიშიან ნაპირზე“ ქვეყნის სოფლის ცხოვრების წესის შესახებ. ფოტოგრაფმა აღბეჭდა დროებითი საძოვარი, რომელიც მიქცევის შემდეგ ქვიშიან ნაპირზე წარმოიქმნება. პირველი ადგილი ნომინაციაში „ჩემი პლანეტა. ცალკეული ფოტოები“.
მესამე ადგილი ნომინაციაში „მთავარი ამბები. ცალკეული ფოტო“. არგენტინელი ფოტოგრაფ ტადეო ბურბონის ნამუშევარი „არგენტინა მილეა“. მასზე გამოსახულია ბუენოს-აირესში პენსიონერთა დემონსტრაციის დროს დაკავებული მღვდელი ხორხე რომერო. საპროტესტო აქციის დროს არგენტინელი პენსიონერები პენსიების გაზრდასა და უფასო სამედიცინო მომსახურების აღდგენას მოითხოვდნენ, რომელიც მათ ხავიერ მილეის მთავრობამ გაუუქმა.
ინდონეზიელმა ფოტოგრაფმა გარი ლოტულუნგმა სუმბერეჯოს სოფელში პლასტმასის ნარჩენების დამხარისხებელი ქალების მუშაობა აღბეჭდა. ადგილობრივი ბრინჯის ყანები უკვე მრავალი წელია იმპორტირებული პლასტმასის ნაგავსაყრელად გამოიყენება. ფოტომ, სახელწოდებით „არ არის ჩვენი ნაგავი“, მეორე ადგილი დაიკავა ნომინაციაში „ჩემი პლანეტა“.
მესამე ადგილი ნომინაციაში „სპორტი. ცალკეული ფოტოები“ – ბაჰრეინელი ფოტოგრაფის, აიმან იაკუბის ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფარგლებში ტრეკბოლის (trackball) შეჯიბრის მომენტი.