https://sputnik-georgia.com/20261021/tbilisshi-cocxali-memkvidreobis-dgeebi-gaimarteba-301266633.html
პირველად საქართველოში: თბილისში „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026" გაიმართება
პირველად საქართველოში: თბილისში „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026" გაიმართება
Sputnik საქართველო
ღონისძიების მიზანი ქართული ქსოვილის ტრადიციების დაცვის, შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობაა. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T19:23+0400
2026-10-21T19:23+0400
2026-10-21T19:23+0400
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_59403f13b2a41206d5a6d72d5a6ec02d.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში 22-24 ოქტომბერს საერთაშორისო კულტურული ღონისძიება „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები" პირველად გაიმართება, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ღონისძიებას, რომელსაც თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია უმასპინძლებს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელსაც UNESCO 2023 წლიდან ყოველწლიურად, 17 ოქტომბერს აღნიშნავს. 2026 წლის კონფერენციის მთავარი თემა იქნება ტექსტილი. სამდღიანი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, ისე მასტერ-კლასებს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და რეწვისა და ტექსტილის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან და აზერბაიჯანიდან ეწვევიან მონაწილეები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორდღიანი კონფერენცია ქართველი და უცხოელი დარგის ექსპერტების მონაწილეობით, ასევე მასტერკლასები და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში.ტექსტილი ქართული ტრადიციული რეწვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასახავდა როგორც ყოველდღიურ ყოფას, ისე მაღალ მხატვრულ კულტურას. ქსოვილის დამუშავების, ქსოვის, ქარგვის, თექის დამზადებისა და ბუნებრივი საღებავებით ღებვის ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, უმეტესად - ოჯახებსა და ადგილობრივ თემებში. შესაბამისად, საქართველოს თითოეულ რეგიონში ჩამოყალიბდა გამორჩეული ორნამენტები, ტექნიკები და ფერთა გამა, რომლებიც ადგილობრივი ბუნების, რწმენა-წარმოდგენებისა და ცხოვრების წესის გავლენით განვითარდა. ქართველი ხელოვანები და დიზაინერები დღეს კვლავ იყენებენ ძველ, ავთენტურ ტექნიკას, რაც ტრადიციებზე დაყრდნობით, ცოცხალი მემკვიდრეობის განვითარებას უწყობს ხელს. საერთაშორისო კულტურული ღონისძიების მიზანი ქართული ქსოვილის ტრადიციების დაცვის, შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით რეწვის ოსტატთა პროფესიული უნარების გაძლიერება და ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების თანამედროვე ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობაა.ღონისძიება კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_ad343d39e017c87238d98e3ad2a6d949.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
პირველად საქართველოში: თბილისში „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026" გაიმართება
ღონისძიების მიზანი ქართული ქსოვილის ტრადიციების დაცვის, შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობაა.
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში 22-24 ოქტომბერს საერთაშორისო კულტურული ღონისძიება „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები" პირველად გაიმართება, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებას, რომელსაც თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია უმასპინძლებს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელსაც UNESCO 2023 წლიდან ყოველწლიურად, 17 ოქტომბერს აღნიშნავს.
2026 წლის კონფერენციის მთავარი თემა იქნება ტექსტილი. სამდღიანი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, ისე მასტერ-კლასებს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და რეწვისა და ტექსტილის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან და აზერბაიჯანიდან ეწვევიან მონაწილეები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორდღიანი კონფერენცია ქართველი და უცხოელი დარგის ექსპერტების მონაწილეობით, ასევე მასტერკლასები და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ტექსტილი ქართული ტრადიციული რეწვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასახავდა როგორც ყოველდღიურ ყოფას, ისე მაღალ მხატვრულ კულტურას. ქსოვილის დამუშავების, ქსოვის, ქარგვის, თექის დამზადებისა და ბუნებრივი საღებავებით ღებვის ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, უმეტესად - ოჯახებსა და ადგილობრივ თემებში.
შესაბამისად, საქართველოს თითოეულ რეგიონში ჩამოყალიბდა გამორჩეული ორნამენტები, ტექნიკები და ფერთა გამა, რომლებიც ადგილობრივი ბუნების, რწმენა-წარმოდგენებისა და ცხოვრების წესის გავლენით განვითარდა. ქართველი ხელოვანები და დიზაინერები დღეს კვლავ იყენებენ ძველ, ავთენტურ ტექნიკას, რაც ტრადიციებზე დაყრდნობით, ცოცხალი მემკვიდრეობის განვითარებას უწყობს ხელს.
საერთაშორისო კულტურული ღონისძიების მიზანი ქართული ქსოვილის ტრადიციების დაცვის, შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით რეწვის ოსტატთა პროფესიული უნარების გაძლიერება და ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების თანამედროვე ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
ღონისძიება კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით გაიმართება.