მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანდრეი სტენინის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ

© photo : Sergei Bobylev/Stenincontestვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2026
გამოწერა
ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი 2014 წლის ზაფხულში დონეცკის მახლობლად დაღუპული „როსია სეგოდნიას“ სპეციალური ფოტოკორესპონდენტის სახელს ატარებს.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვში ანდრეი სტენინის სახელობის მე-12 საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდნენ. დაჯილდოების ცერემონია ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, მოსკოვის მუზეუმში გაიმართა.
კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა ლიბანელი ფოტოგრაფი აბდულ კადერ ალ-ბაი. საერთაშორისო ჟიურიმ მას ერთხმად მიანიჭა მთავარი პრიზი ფოტოსერიისთვის „ლიბანი 2024–2025: ცხოვრება ავიადარტყმებს შორის“. ფოტოგრაფმა გაიმარჯვა კატეგორიაში „მთავარი ახალი ამბები. ფოტოსერია“.
აბდულ კადერ ალ-ბაი: „2024 წლის სექტემბერში ლიბანი სასტიკ სამხედრო კონფლიქტში ჩაება. მთელი ქვეყანა ისრაელის საჰაერო დარტყმების ქვეშ მოჰყვა. ბევრს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება. ეს ფოტოები გადაღებულია ლიბანის სხვადასხვა რეგიონში. მათზე აღბეჭდილია ის, რაც ხდებოდა დარტყმიდან პირველ წამებში და სამაშველო ოპერაციების მსვლელობისას. ფოტოები აჩვენებს, თუ როგორ განიცდიან ჩვეულებრივი ადამიანები ომსა და პირად დანაკარგებს და როგორ ცდილობენ გადარჩენას“.
გრან-პრის მფლობელთან ერთად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში.
© photo : Abdul Kader Al Bay/Stenincontestლიბანელი ფოტოგრაფის ფოტოსერია Lebanon, 2024–2025: Life Between Airstrikes
Работа из серии Lebanon, 2024–2025: Life Between Airstrikes ливанского фотографа Abdul Kader Al Bay. Гран-при - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2026
ლიბანელი ფოტოგრაფის ფოტოსერია Lebanon, 2024–2025: Life Between Airstrikes
ნომინაციაში „მთავარი ახალი ამბები. პორტრეტი“ პირველი პრიზი მოიპოვა ბანგლადეშელი ფოტოგრაფის ალ მუზტაბა როსულის (S.M. Al Muztaba Rosul) ნამუშევარმა „ჭერი – ზეცა, იატაკი ფერფლისგან“. ფოტო მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებმაც ხანძრის შედეგად საცხოვრებელი დაკარგეს და სულის სიმტკიცის, ურთიერთმხარდაჭერისა და თანაგრძნობის მქონე ადამიანების დახმარების წყალობით გაუძლეს ამ განსაცდელს.
ნომინაციაში „მთავარი ახალი ამბები. ფოტოსერია“ საუკეთესოდ იქნა აღიარებული რუსი ფოტოგრაფის, სერგეი ბობილიოვის სერია „ომის ექო“. ის მოგვითხრობს რუსული არმიის მიერ ქალაქ სუჯისა და კურსკის ოლქის კიდევ რამდენიმე სხვა დასახლებული პუნქტის უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან გათავისუფლების შესახებ.
ნომინაციაში „სპორტი“ გამარჯვებული გახდა რუსი ფოტოგრაფ ევგენი ფილიპოვის ნამუშევარი „ბოლო ფაზა“. ფოტოზე აღბეჭდილი არიან სპორტსმენები „კრემლის თასის“ ფინალის წინ „გახურების" დროს.
© photo : S.M. Al Muztaba Rosul/Stenincontestბანგლადეშელი ფოტოგრაფის ნამუშევარი A roof of sky, a floor of ash
Работа A roof of sky, a floor of ash фотографа из Бангладеш S.M. Al Muztaba Rosul. 1 место. Главные новости, одиночные - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2026
ბანგლადეშელი ფოტოგრაფის ნამუშევარი A roof of sky, a floor of ash
კონკურსის მონაწილეებს შორის ყველაზე პოპულარულ ნომინაციაში — „ჩემი პლანეტა“ — პირველი ადგილი მოიპოვა ბანგლადეშელი სოლეიმან ჰოსეინის ფოტომ „ცხოვრება ქვიშის ცელზე“. ფოტო ეძღვნება ფერმერების უნარს, შეეგუონ მდინარეში წყლის დონის ცვალებადობას. ამავე ნომინაციაში საუკეთესო ფოტოების სერიად იქნა აღიარებული რუსი ავტორის, ალისა სევერნაიას სერია „ჩვენ აქ ვცხოვრობთ“ — კადრები ნგრევის პირას მყოფ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, არ ტოვებენ თავიანთ სახლებს.
ნომინაციაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ პრიზები ინდოელ და რუს ფოტოჟურნალისტებს გადაეცათ.
„რწმენის მზერა“ – ასე ჰქვია ინდოელი არპან ბასუ ჩაუდჰურის (Arpan Basu Chowdhury) ფოტოს: გვირგვინში ცეცხლის ანარეკლებისა და ნაპერწკლების ტრიალის საშუალებით ფოტოგრაფი გადმოსცემს განცდას, თითქოს თვით დროც კი ქედს იხრის მაჰადევის წინაშე.
© photo : Pavel Volkov/Stenincontestპაველ ვოლკოვის ფოტოსერია Requiem
Работа из серии Requiem российского фотографа Pavel Volkov. 1 место. Энергия жизни, серии  - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2026
პაველ ვოლკოვის ფოტოსერია Requiem
მეორე ნამუშევარი - რუსი ფოტოჟურნალისტ მარია სემიონოვას სერია „ოცნებები წყვდიადში“. ფოტოები მოგვითხრობს ავღანელ ქალებზე, რომლებიც გენდერული დისკრიმინაციისა და მათი უფლებების სისტემატური დარღვევის პირობებში ცხოვრობენ.
ნომინაცია „ხედი ზემოდან. პორტრეტი“. ჟიურის პრიზიორი გახდა ბანგლადეშელი მუჰამად ამდად ჰოსეინის ფოტო „პარასკევის ლოცვა მდინარეზე“.
სპეციალურ ნომინაციაში „სიცოცხლის ენერგია“ ჟიურიმ პირველი ადგილი მიაკუთვნა პაველ ვოლკოვს ფოტოების სერიისთვის „რექვიემი“ – ადამიანებზე, რომლებიც საომარი მოქმედებების შემდეგ საცხოვრებლად თავიანთ ქალაქებში დარჩნენ და იმედს არ კარგავენ.
მოსკოვში გამართულმა ცერემონიამ სტარტი მისცა კონკურსის ლაურეატთა ნამუშევრების საგამოფენო ტურნეს, რომლის დათვალიერებაც მოსკოვის მუზეუმში 10 ნოემბრამდეა შესაძლებელი.
კონკურსის შესახებ
ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი 2014 წლის ზაფხულში დონეცკის მახლობლად დაღუპული „როსია სეგოდნიას“ სპეციალური ფოტოკორესპონდენტის სახელს ატარებს.
კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ, რუსეთის ფედერაციის იუნესკოს საქმეთა კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის მიმართ საზოგადოების ყურადღების მიზიდვას. ესაა მოედანი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფოტოგრაფებისათვის.
ყველა ახალი ამბავი
0