https://sputnik-georgia.com/20261021/sputnik-axali-saredaqcio-centrebi-gaxsna-301265811.html
Sputnik-მა ტანზანიასა და სამხრეთ აფრიკაში სარედაქციო ცენტრები გახსნა
Sputnik-მა ტანზანიასა და სამხრეთ აფრიკაში სარედაქციო ცენტრები გახსნა
Sputnik საქართველო
Sputnik-ის ახალი ცენტრები - სრულფასოვანი რედაქციებია, სადაც ათობით ადგილობრივი ჟურნალისტი მუშაობს. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T14:44+0400
2026-10-21T14:44+0400
2026-10-21T14:44+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23009/69/230096992_0:0:2717:1529_1920x0_80_0_0_ac635b06d6b8c78b65d7b03bd49f1cdc.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ და რადიო Sputnik-მა აფრიკაში - დარ-ეს-სალამსა და იოჰანესბურგში ორი მრავალფუნქციური სარედაქციო ცენტრი გახსნა, იუწყება РИА Новости.გახსნის ცერემონია ტანზანიაში 20 ოქტომბერს გაიმართა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვით დაიწყო.რუსეთის პირველმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა ტანზანიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის, რასაც ჟურნალისტების ეფექტური და უსაფრთხო მუშაობის უმნიშვნელოვანესი პირობა უწოდა.„დღეს, როდესაც „კოლექტიური დასავლეთი“ დაჟინებით ახშობს ნებისმიერ განსხვავებულ აზრს გლობალურ საინფორმაციო სივრცეში, მათ შორის ცენზურისა და „ორმაგი სტანდარტების“ მეშვეობით, ასეთი მუშაობის საჭიროება რთულია გადაფასდეს“, — აღნიშნა მინისტრმა.ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა ცენტრების გახსნის სიმბოლურობას „რუსეთი — აფრიკის“ მესამე სამიტის წინა დღეებში, რომელიც მოსკოვში 28–29 ოქტომბერს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის კონტინენტის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.თანამშრომლობა და ნდობააფრიკაში Sputnik-ის წარმომადგენლობის გაფართოების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა სამხრეთ აფრიკის ვიცე-პრეზიდენტმა პოლ მაშატილემ. მან იოჰანესბურგში ოფისის გახსნას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა როგორც სამხრეთ აფრიკის, ისე მთელი კონტინენტის მედიასივრცისთვის.„ეს ასახავს მზარდ თანამშრომლობას სამხრეთ აფრიკასა და რუსეთს შორის და ხელს უწყობს ხმებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნებას, რაც აუცილებელია აქტიური და დემოკრატიული საზოგადოებრივი დიალოგისთვის. ჩვენ მივესალმებით Sputnik-ის სწრაფვას, გააძლიეროს აფრიკელთა ხმა და მოყვეს აფრიკული ამბები“, — განაცხადა მაშატილემ.ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი რედაქცია გახდება პლატფორმა კონსტრუქციული ურთიერთქმედების, ხარისხიანი ჟურნალისტიკისა და სუა-ს, რუსეთსა და აფრიკის სხვა ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებისთვის.მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ (რომელშიც Sputnik შედის) გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა აფრიკულ სახელმწიფოებში უშუალოდ მუშაობის შესაძლებლობას ნდობის დასტური უწოდა.მასალები აფრიკელი აუდიტორიისთვისSputnik-ის ახალი ცენტრები - სრულფასოვანი რედაქციებია, სადაც ათობით ადგილობრივი ჟურნალისტი მუშაობს. იოჰანესბურგსა და დარ-ეს-სალამში მასალებს, მათ შორის პოდკასტებს, ინგლისურ ენასა და სუაჰილიზე ამზადებენ. ისინი გადაიცემა რადიოსადგურებზე მთელი კონტინენტის მასშტაბით, რომელთა საერთო აუდიტორია 100 მილიონზე მეტ მსმენელს შეადგენს.Sputnik Africa-მ მუშაობა 2022 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში იგი კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პანაფრიკული მიმართულების უცხოური მედია გახდა. რედაქცია მუშაობს ხუთ ენაზე, მათ შორის სუაჰილიზე, ამჰარულსა და ორომოზე.Sputnik-ი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიოა. იგი მაუწყებლობს 30-ზე მეტ ენაზე და ფლობს 26 მრავალფუნქციურ ცენტრს მთელ მსოფლიოში.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23009/69/230096992_0:0:2717:2039_1920x0_80_0_0_4747c2eb8ef0d34cd68c6f43f616c96c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
Sputnik-მა ტანზანიასა და სამხრეთ აფრიკაში სარედაქციო ცენტრები გახსნა
Sputnik-ის ახალი ცენტრები - სრულფასოვანი რედაქციებია, სადაც ათობით ადგილობრივი ჟურნალისტი მუშაობს.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ და რადიო Sputnik-მა აფრიკაში - დარ-ეს-სალამსა და იოჰანესბურგში ორი მრავალფუნქციური სარედაქციო ცენტრი გახსნა,
იუწყება РИА Новости.
გახსნის ცერემონია ტანზანიაში 20 ოქტომბერს გაიმართა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვით დაიწყო.
„დარ-ეს-სალამსა და იოჰანესბურგში რეგიონული ოფისების გახსნა ხელს შეუწყობს აფრიკელი აუდიტორიის ობიექტურ, გადამოწმებულ ინფორმაციაზე წვდომის გაფართოებას, რომელიც თავისუფალია დამახინჯებისა და იდეოლოგიური ფილტრებისგან“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა ტანზანიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის, რასაც ჟურნალისტების ეფექტური და უსაფრთხო მუშაობის უმნიშვნელოვანესი პირობა უწოდა.
„დღეს, როდესაც „კოლექტიური დასავლეთი“ დაჟინებით ახშობს ნებისმიერ განსხვავებულ აზრს გლობალურ საინფორმაციო სივრცეში, მათ შორის ცენზურისა და „ორმაგი სტანდარტების“ მეშვეობით, ასეთი მუშაობის საჭიროება რთულია გადაფასდეს“, — აღნიშნა მინისტრმა.
ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა ცენტრების გახსნის სიმბოლურობას „რუსეთი — აფრიკის“ მესამე სამიტის წინა დღეებში, რომელიც მოსკოვში 28–29 ოქტომბერს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის კონტინენტის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.
აფრიკაში Sputnik-ის წარმომადგენლობის გაფართოების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა სამხრეთ აფრიკის ვიცე-პრეზიდენტმა პოლ მაშატილემ. მან იოჰანესბურგში ოფისის გახსნას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა როგორც სამხრეთ აფრიკის, ისე მთელი კონტინენტის მედიასივრცისთვის.
„ეს ასახავს მზარდ თანამშრომლობას სამხრეთ აფრიკასა და რუსეთს შორის და ხელს უწყობს ხმებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნებას, რაც აუცილებელია აქტიური და დემოკრატიული საზოგადოებრივი დიალოგისთვის. ჩვენ მივესალმებით Sputnik-ის სწრაფვას, გააძლიეროს აფრიკელთა ხმა და მოყვეს აფრიკული ამბები“, — განაცხადა მაშატილემ.
ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი რედაქცია გახდება პლატფორმა კონსტრუქციული ურთიერთქმედების, ხარისხიანი ჟურნალისტიკისა და სუა-ს, რუსეთსა და აფრიკის სხვა ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებისთვის.
მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ (რომელშიც Sputnik შედის) გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა აფრიკულ სახელმწიფოებში უშუალოდ მუშაობის შესაძლებლობას ნდობის დასტური უწოდა.
„ნდობა ქვეყნებს შორის, ხალხებს შორის, ჟურნალისტებსა და აუდიტორიას შორის. და ეს ნდობა აძლიერებს ინფორმაციულ სუვერენიტეტს - აფრიკისა და რუსეთის სუვერენიტეტს“, - ხაზგასმით აღნიშნა კისელიოვმა.
მასალები აფრიკელი აუდიტორიისთვის
Sputnik-ის ახალი ცენტრები - სრულფასოვანი რედაქციებია, სადაც ათობით ადგილობრივი ჟურნალისტი მუშაობს. იოჰანესბურგსა და დარ-ეს-სალამში მასალებს, მათ შორის პოდკასტებს, ინგლისურ ენასა და სუაჰილიზე ამზადებენ. ისინი გადაიცემა რადიოსადგურებზე მთელი კონტინენტის მასშტაბით, რომელთა საერთო აუდიტორია 100 მილიონზე მეტ მსმენელს შეადგენს.
Sputnik Africa-მ მუშაობა 2022 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში იგი კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პანაფრიკული მიმართულების უცხოური მედია გახდა. რედაქცია მუშაობს ხუთ ენაზე, მათ შორის სუაჰილიზე, ამჰარულსა და ორომოზე.
Sputnik-ი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიოა. იგი მაუწყებლობს 30-ზე მეტ ენაზე და ფლობს 26 მრავალფუნქციურ ცენტრს მთელ მსოფლიოში.