საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

© AFP 2024 / TED ALJIBEვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2026
გამოწერა
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა და იგი ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
წელს ვაქცინის შემადგენლობა სრულად შეცვლილი და განახლებულია, რომელიც მოიცავს გრიპის A ტიპის ორ შტამს (მისურის და დარვინის შტამები), B ტიპის (ტოკიოს შტამი) ერთ შტამს და მისი ეფექტურობა ბავშვებში 80%-ს შეადგენს.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა და იგი ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის: ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წელს ზემოთ პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.
საქართველოში გრიპის სეზონი, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
საქართველოში გრიპთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის რამდენჯერმე გახანგრძლივდა უფასო ვაქცინაციის ვადები. 2023 წელს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდეს ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა Sanofi Pasteur-ის 200 ათასი დოზა. ეს ერთ-ერთია იმ ვაქცინებს შორის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დაშვებული.
ყველა ახალი ამბავი
0