https://sputnik-georgia.com/20261021/saqartveloshi-evrokomisiis-gancxadebas-upasuxes-301269980.html
სასამართლო სისტემაზე ზეწოლის მცდელობა: საქართველოში ევროკომისიის განცხადებას უპასუხეს
სასამართლო სისტემაზე ზეწოლის მცდელობა: საქართველოში ევროკომისიის განცხადებას უპასუხეს
Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებაში" ევროპის წარმომადგენლებს მოუწოდეს უარი თქვან დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობებზე. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T19:00+0400
2026-10-21T19:00+0400
2026-10-21T19:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713807_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_91a926123ecb1cbe7e82d6b4fe2bdaa0.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხზე მიმდინარე სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეს-სპიკერის კრისტიან ვიგანდის განცხადება არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.როგორც ვიგანდმა განაცხადა, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ სარჩელს. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრინდელ განცხადებებთან ერთად, იწვევს შეშფოთებას სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით და საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას.დეპუტატმა მოუწოდა ევროპის წარმომადგენლებს, კონცენტრირდნენ საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე, და უარი თქვან დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობებზე.გარე ჩარევის კრიტიკით გამოვიდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი. მისი თქმით, გარე ძალების მხრიდან ქართულ სასამართლო სისტემაზე ზეწოლის მცდელობებს ადრეც ჰქონდა ადგილი.„ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე თავდასხმა არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა. ჩვენ მანამდეც არაერთხელ გვინახავს, როგორ ახდენდნენ მოსამართლეებზე ზეწოლას სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სასამართლო დარბაზებში მყოფი ელჩები თუ სხვა გარე ძალების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო და სასამართლო სისტემა უნდა იყოს მტკიცე, ხოლო ნებისმიერი მსგავსი მცდელობა არის მიუღებელი და იმსახურებს გმობას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.21 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას შეუდგა. საკონსტიტუციო სარჩელი ეხება ოპოზიციურ პარტიებს: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია - საქართველოსთვის“.სარჩელის არსი2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა - საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის 88 დეპუტატია.„ქართული ოცნება" სარჩელში აღნიშნავს, რომ მას აქვს იმის მტკიცებულება, რომ 5 ოპოზიციური პარტია 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში „უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო-პოლიტიკურ, ისე საგარეო-პოლიტიკურ ლეგიტიმაციას".ამასთან, მმართველი პარტია მზადაა დაამტკიცოს, რომ პარტიები წარმოადგენენ „არაკონსტიტუციური მიზნებისთვის განკუთვნილ გაერთიანებას“.არგუმენტების სახით „ქართული ოცნება“ მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებში ერთიანდებოდნენ და კოალიციებს ქმნიდნენ: კერძოდ, ჩამოაყალიბეს „ოპოზიციური ალიანსი“ და ხელი მოაწერეს „ქართულ ქარტიას“. გარდა ამისა, პარტია აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები კოალიციებს ქმნიდნენ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში - საკრებულოებშიც.გარდა ამისა, პარტია მზად არის დაამტკიცოს, რომ პარტიების ლიდერებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ, ან/და მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა. დარღვევებს შორის სახელდება 2008 წლის კონფლიქტი, წამება ციხეებში და ადამიანის უფლებების სხვა დამტკიცებული დარღვევები 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში.ასევე, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „პარტიების ყველა ქმედება მიუთითებს ერთიან მისწრაფებებსა და მიზნებზე, ერთიან პოლიტიკურ პოზიციაზე და იმაზე, რომ პარტიები იზიარებენ მიზანსა და მისწრაფებას, მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია, უარყონ ხალხის ნება და დემოკრატიის მიზანშეწონილობა“. მმართველი პარტია ამის მტკიცებულებად ასახელებს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმას და 2022–2025 წლებში ხელისუფლების დამხობის მცდელობებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713807_103:0:2771:2001_1920x0_80_0_0_7ab40c350e2d936378bdf88cda80613e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
სასამართლო სისტემაზე ზეწოლის მცდელობა: საქართველოში ევროკომისიის განცხადებას უპასუხეს
„ქართულ ოცნებაში" ევროპის წარმომადგენლებს მოუწოდეს უარი თქვან დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობებზე.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხზე მიმდინარე სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეს-სპიკერის კრისტიან ვიგანდის განცხადება არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
როგორც ვიგანდმა განაცხადა, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ სარჩელს. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრინდელ განცხადებებთან ერთად, იწვევს შეშფოთებას სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით და საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას.
„პრეს-სპიკერის ეს განცხადება ზუსტად იგივეა, რაც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. და რაც ყველაზე უარესია – ეს არის ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპის – კანონის უზენაესობის – ძირის გამოთხრისა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე ზეწოლის განხორციელების მცდელობა“, - განაცხადა გორდულაძემ.
დეპუტატმა მოუწოდა ევროპის წარმომადგენლებს, კონცენტრირდნენ საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე, და უარი თქვან დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობებზე.
გარე ჩარევის კრიტიკით გამოვიდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი. მისი თქმით, გარე ძალების მხრიდან ქართულ სასამართლო სისტემაზე ზეწოლის მცდელობებს ადრეც ჰქონდა ადგილი.
„ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე თავდასხმა არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა. ჩვენ მანამდეც არაერთხელ გვინახავს, როგორ ახდენდნენ მოსამართლეებზე ზეწოლას სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სასამართლო დარბაზებში მყოფი ელჩები თუ სხვა გარე ძალების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო და სასამართლო სისტემა უნდა იყოს მტკიცე, ხოლო ნებისმიერი მსგავსი მცდელობა არის მიუღებელი და იმსახურებს გმობას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
21 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას შეუდგა. საკონსტიტუციო სარჩელი ეხება ოპოზიციურ პარტიებს: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია - საქართველოსთვის“.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა - საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის 88 დეპუტატია.
„ქართული ოცნება" სარჩელში აღნიშნავს, რომ მას აქვს იმის მტკიცებულება, რომ 5 ოპოზიციური პარტია 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში „უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო-პოლიტიკურ, ისე საგარეო-პოლიტიკურ ლეგიტიმაციას".
ამასთან, მმართველი პარტია მზადაა დაამტკიცოს, რომ პარტიები წარმოადგენენ „არაკონსტიტუციური მიზნებისთვის განკუთვნილ გაერთიანებას“.
არგუმენტების სახით „ქართული ოცნება“ მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებში ერთიანდებოდნენ და კოალიციებს ქმნიდნენ: კერძოდ, ჩამოაყალიბეს „ოპოზიციური ალიანსი“ და ხელი მოაწერეს „ქართულ ქარტიას“. გარდა ამისა, პარტია აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები კოალიციებს ქმნიდნენ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში - საკრებულოებშიც.
გარდა ამისა, პარტია მზად არის დაამტკიცოს, რომ პარტიების ლიდერებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ, ან/და მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა. დარღვევებს შორის სახელდება 2008 წლის კონფლიქტი, წამება ციხეებში და ადამიანის უფლებების სხვა დამტკიცებული დარღვევები 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში.
ასევე, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „პარტიების ყველა ქმედება მიუთითებს ერთიან მისწრაფებებსა და მიზნებზე, ერთიან პოლიტიკურ პოზიციაზე და იმაზე, რომ პარტიები იზიარებენ მიზანსა და მისწრაფებას, მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია, უარყონ ხალხის ნება და დემოკრატიის მიზანშეწონილობა“. მმართველი პარტია ამის მტკიცებულებად ასახელებს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმას და 2022–2025 წლებში ხელისუფლების დამხობის მცდელობებს.