არეულობიდან ძარცვამდე: ფრანგი დემონსტრანტები მაღაზიებს შტურმით იღებენ
არეულობიდან ძარცვამდე: ფრანგი დემონსტრანტები მაღაზიებს შტურმით იღებენ
Sputnik საქართველო
მაღაზიების ჩამტვრეული ვიტრინები, დამწვარი მანქანები, გრაფიტით დაფარული ისტორიული შენობები და ნაგვის გროვა ქუჩებში. Sputnik-ის ფოტოგალერეაში იხილეთ როგორ... 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
საფრანგეთში საპროტესტო აქციების ტალღა სექტემბრის ბოლოს დაიწყო. სკოლის მოსწავლეები პირველები გამოვიდნენ ქუჩებში და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები გააპროტესტეს. თუმცა, უკმაყოფილება მალევე გასცდა საკლასო ოთახებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიან არეულობაში გადაიზარდა.ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მომიტინგეებს შეუერთდნენ სტუდენტები, პროფკავშირები, მუშები და გაძვირებული ცხოვრებით აღშფოთებული მოქალაქეები. უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწვავის, საკვებისა და კომუნალური გადასახადების ფასების ზრდა გახდა.ყველაზე მასშტაბური არეულობა გასულ უქმეებზე, 17 და 18 ოქტომბერს განვითარდა. პარიზში მომიტინგეები ელისეს მინდვრებზე შეიჭრნენ, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ბუტიკებია განთავსებული. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდნენ Hermès-ის, Louis Vuitton-ისა და Dior-ის, ასევე Apple-ის მაღაზიები. აქტივისტები თავს დაესხნენ არა მხოლოდ აღნიშნული ბრენდების მაღაზიებს, არამედ სუპერმარკეტებს, საცხობებსა და ბანკებს. წინასწარი მონაცემებით, პარიზში ზიანი დაახლოებით 1,5 ათას მაღაზიას მიადგა.
მაღაზიების ჩამტვრეული ვიტრინები, დამწვარი მანქანები, გრაფიტით დაფარული ისტორიული შენობები და ნაგვის გროვა ქუჩებში. Sputnik-ის ფოტოგალერეაში იხილეთ როგორ გამოიყურება პარიზი და საფრანგეთის სხვა ქალაქები არეულობის შემდეგ
საფრანგეთში საპროტესტო აქციების ტალღა სექტემბრის ბოლოს დაიწყო. სკოლის მოსწავლეები პირველები გამოვიდნენ ქუჩებში და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები გააპროტესტეს. თუმცა, უკმაყოფილება მალევე გასცდა საკლასო ოთახებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიან არეულობაში გადაიზარდა.
ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მომიტინგეებს შეუერთდნენ სტუდენტები, პროფკავშირები, მუშები და გაძვირებული ცხოვრებით აღშფოთებული მოქალაქეები. უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწვავის, საკვებისა და კომუნალური გადასახადების ფასების ზრდა გახდა.
ყველაზე მასშტაბური არეულობა გასულ უქმეებზე, 17 და 18 ოქტომბერს განვითარდა. პარიზში მომიტინგეები ელისეს მინდვრებზე შეიჭრნენ, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ბუტიკებია განთავსებული. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდნენ Hermès-ის, Louis Vuitton-ისა და Dior-ის, ასევე Apple-ის მაღაზიები. აქტივისტები თავს დაესხნენ არა მხოლოდ აღნიშნული ბრენდების მაღაზიებს, არამედ სუპერმარკეტებს, საცხობებსა და ბანკებს. წინასწარი მონაცემებით, პარიზში ზიანი დაახლოებით 1,5 ათას მაღაზიას მიადგა.