https://sputnik-georgia.com/20261021/sakonstitucio-sasamartloshi-procesi-daicko-301266748.html
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა: საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვას შეუდგა
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა: საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვას შეუდგა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობით ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T15:00+0400
2026-10-21T15:00+0400
2026-10-21T15:00+0400
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305722_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_39ad9f89cd5db662274cbdddd910ef15.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას ხელმძღვანელობით, ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას შეუდგა.საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია - საქართველოსთვის“.სხდომის ტრანსლაცია ყველა ქართულ ტელეარხსა და სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. პარალელურად, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და რამდენიმე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან შეკრებილი.პარტია „ქართულ ოცნებას“ სასამართლოში წარმოადგენენ გიორგი კახიანი, არილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი; „ნაციონალურ მოძრაობას“ – ანი წითლიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟაშვილი, ალიკა კუპრავა, ზაზა ბიბილაშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – ნიკა გვარამია, მარიკა არევაძე, თენგიზ თევზაძე, მაია კოპალეიშვილი, გიორგი ლემონჯავა; „ლელოს“ – მიხეილ შარაშიძე, კახი სამხარაძე, თორნიკე ართქმელიძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი სიორიძე, ირაკლი კუპრაძე; ხოლო პარტიას „საქართველოსთვის“ – ბერდია სიჭინავა, ირაკლი ქსოვრელი, ანა ბუჩუკური.„ფედერალისტური პარტიის“ წარმომადგენლებმა სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, მოპასუხის გამოუცხადებლობა ხელს არ შეუშლის საქმის არსებით განხილვას.საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა დაიწყო პარტია „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას შეუერთდა „კოალიცია ცვლილებისთვის“. პარტია „ლელომ“ კი საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის აცილება მოითხოვა. რაც შეეხება პარტია „საქართველოსთვის“, მას შუამდგომლობა არ დაუყენებია.ოპოზიციონერთა შუამდგომლობას პარტია „ქართული ოცნება" არ დაეთანხმა.საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.რატომ მოითხოვენ გაუქმებასმმართველი პარტია „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობით ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“.ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.ამის მტკიცებულებად „ქართული ოცნება“ ასახელებს როგორც პარტიების მიერ საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმას, ისე კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობრივად შეცვლის მცდელობებს. გარდა ამისა, პარტიების მიერ სხვადასხვა კოალიციისა და ალიანსის პერიოდულ შექმნას.მეორე პუნქტი ეხება „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში შედის 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.სარჩელის პირველი და მეორე ნაწილი ყველა ოპოზიციური პარტიის საქმიანობას ეხება, თუმცა ძირითადი აქცენტი პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაზე კეთდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305722_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_998cff103113c55a53b250c12de75714.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა: საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვას შეუდგა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობით ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას ხელმძღვანელობით, ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას შეუდგა.
საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია - საქართველოსთვის“.
სხდომის ტრანსლაცია ყველა ქართულ ტელეარხსა და სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. პარალელურად, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და რამდენიმე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან შეკრებილი.
პარტია „ქართულ ოცნებას“ სასამართლოში წარმოადგენენ გიორგი კახიანი, არილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი; „ნაციონალურ მოძრაობას“ – ანი წითლიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟაშვილი, ალიკა კუპრავა, ზაზა ბიბილაშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – ნიკა გვარამია, მარიკა არევაძე, თენგიზ თევზაძე, მაია კოპალეიშვილი, გიორგი ლემონჯავა; „ლელოს“ – მიხეილ შარაშიძე, კახი სამხარაძე, თორნიკე ართქმელიძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი სიორიძე, ირაკლი კუპრაძე; ხოლო პარტიას „საქართველოსთვის“ – ბერდია სიჭინავა, ირაკლი ქსოვრელი, ანა ბუჩუკური.
„ფედერალისტური პარტიის“ წარმომადგენლებმა სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, მოპასუხის გამოუცხადებლობა ხელს არ შეუშლის საქმის არსებით განხილვას.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა დაიწყო პარტია „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას შეუერთდა „კოალიცია ცვლილებისთვის“. პარტია „ლელომ“ კი საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის აცილება მოითხოვა. რაც შეეხება პარტია „საქართველოსთვის“, მას შუამდგომლობა არ დაუყენებია.
ოპოზიციონერთა შუამდგომლობას პარტია „ქართული ოცნება" არ დაეთანხმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
რატომ მოითხოვენ გაუქმებას
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობით ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“.
ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
ამის მტკიცებულებად „ქართული ოცნება“ ასახელებს როგორც პარტიების მიერ საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმას, ისე კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობრივად შეცვლის მცდელობებს. გარდა ამისა, პარტიების მიერ სხვადასხვა კოალიციისა და ალიანსის პერიოდულ შექმნას.
მეორე პუნქტი ეხება „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში შედის 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
სარჩელის პირველი და მეორე ნაწილი ყველა ოპოზიციური პარტიის საქმიანობას ეხება, თუმცა ძირითადი აქცენტი პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაზე კეთდება.