რუსთაველის გამზირი: რემონტი მიდის, ჯარიმები იზრდება - ვიდეო

გამოწერა
თბილისის მთავარი გამზირის რეკონსტრუქცია გრძელდება, თუმცა, არა პრობლემების გარეშე. დედაქალაქის მერიამ მორიგ ჯერზე დააჯარიმა კომპანია Smart Solutions-ი, რომელიც რუსთაველის გამზირის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.
მიზეზი უცვლელია: 24-საათიან რეჟიმში მუშაობის ვალდებულების დარღვევა. ოქტომბერში მორიგი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ობიექტზე სამუშაოები არ ტარდებოდა. კონტრაქტორ კომპანიას დაეკისრა ახალი ჯარიმა - 1200 ლარზე მეტი ოდენობით. გამზირის რეკონსტრუქციის დაწყებიდან კომპანია მთლიანობაში 12-ჯერ დაჯარიმდა. რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ნახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე გზის საფარი, განათება და ტროტუარები
ყველა ახალი ამბავი
0