შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! - კრიშტიანუ რონალდუმ ხვიჩა კვარაცხელია გაამხნევა

© AP Photo / Luca Brunoკრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2026
გამოწერა
20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!, ასე გამოეხმაურა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტნის, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმას.
20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა შეხვედრის 59-ე წუთზე მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

„ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ხვიჩა, მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს გრძნობა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და ნუ მისცემ ერთ რთულ პერიოდს უფლებას, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგატანინოს", - დაწერა რონალდომ პლატფორმა „ისტაგრამზე".

მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვეს გამოტოვებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. „პსჟ“-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პირობა დადო, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, მოედანზე უფრო ძლიერი დაბრუნდება.
„უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია“, - დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში.
ყველა ახალი ამბავი
0