https://sputnik-georgia.com/20261021/qvrivishvilma-shexvedra-gamarta-301263557.html
ქვრივიშვილი აშშ-ის საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა
ქვრივიშვილი აშშ-ის საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე და საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა... 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T17:00+0400
2026-10-21T17:00+0400
2026-10-21T17:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
აშშ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/17/299777778_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_98bad3d66886c5fcd605d2fd6c310957.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელ ქეროლაინ ვიკს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა დერეფნის კონტექსტში. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში აშშ-დან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 77%-ით გაიზარდა – ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და მეორე კვარტალში აშშ-დან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 58.4 მლნ აშშ დოლარი, რაც 65%-იანი ზრდაა. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე დაესწრნენ. „შუა დერეფანი" ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა. მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში. 2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი. საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო. საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/17/299777778_148:0:1257:832_1920x0_80_0_0_f453b0449452614dfb7971b00f3edd9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
ქვრივიშვილი აშშ-ის საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე და საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა დერეფნის კონტექსტში.
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელ ქეროლაინ ვიკს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა დერეფნის კონტექსტში.
„ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის ენერგოკაბელი და სხვა. ასევე ხაზი გაესვა DFC-ს მხარდაჭერას და უწყვეტ ჩართულობას კორპორაციის მიერ საქართველოში როგორც განხორციელებულ და მიმდინარე, ისე მომავალ პროექტებთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში აშშ-დან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 77%-ით გაიზარდა – ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და მეორე კვარტალში აშშ-დან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 58.4 მლნ აშშ დოლარი, რაც 65%-იანი ზრდაა.
შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე დაესწრნენ.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.