https://sputnik-georgia.com/20261021/putinis-ashsh-winadadebebs-sheiswavlis-301277701.html
კრემლი: პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადებებს შეისწავლის
კრემლი: პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადებებს შეისწავლის
Sputnik საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ოსლოში ზელენსკისთან და ევროპის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T23:00+0400
2026-10-21T23:00+0400
2026-10-21T23:00+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიო დღეს
რუსეთი
აშშ
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/15/301269169_0:0:2995:1685_1920x0_80_0_0_2e8b454de185690c5df405dfb0b800b1.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი განიხილავს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების წინადადებებს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა სანკტ-პეტერბურგში წარადგინა, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.პუტინსა და უიტკოფს შორის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის სანკტ-პეტერბურგის რეზიდენციაში გაიმართა.შეხვედრის მსვლელობისას უიტკოფმა პუტინს აცნობა, რომ ჩამოიტანა დოკუმენტები უკრაინის გარშემო არსებული სიტუაციის დარეგულირების მიდგომებით და რუსეთის ლიდერს სთხოვა, „ეს დოკუმენტები ცოტა მოგვიანებით გადახედოს“.პესკოვის თქმით, მოლაპარაკებები სერიოზული და განგრძობადი იქნება.„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სერიოზული და ხანგრძლივი საუბარი. ვნახოთ, როგორი იქნება შედეგები“, — აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გულწრფელი და თანმიმდევრულია უკრაინაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ სწრაფვაში და ამერიკელი მომლაპარაკებლები ამ ხაზს მიჰყვებიან.გუშინ, ოსლოში შედგა უიტკოფის შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტერესთან. მოლაპარაკებებს ონლაინ-რეჟიმში შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელმაც ავადმყოფობის გამო პირადი დასწრება ვერ შეძლო.ნორვეგიის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უიტკოფი სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა. როგორც ნორვეგიის პრემიერმა განაცხადა, უიტკოფის ოსლოში დაბრუნების შემდეგ ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, რათა უკრაინის საკითხის მოწესრიგებაზე მსჯელობა გააგრძელონ.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/15/301269169_186:0:2917:2048_1920x0_80_0_0_b609c14e7a9d3c879e723a89adf8fbeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
კრემლი: პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადებებს შეისწავლის
აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ოსლოში ზელენსკისთან და ევროპის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი განიხილავს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების წინადადებებს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა სანკტ-პეტერბურგში წარადგინა, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
პუტინსა და უიტკოფს შორის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის სანკტ-პეტერბურგის რეზიდენციაში გაიმართა.
„გვსმენია, რომ უიტკოფმა გარკვეული წინადადებები ჩამოიტანა, მით უმეტეს, იმ შეხვედრის გათვალისწინებით, რომელიც მას ოსლოში ჰქონდა როგორც ზელენსკისთან, ისე ვროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ეს წინადადებები შესწავლილი და შეფასებული იქნება პრეზიდენტის მიერ“, – განაცხადა პესკოვმა Вести-სთან.
შეხვედრის მსვლელობისას უიტკოფმა პუტინს აცნობა, რომ ჩამოიტანა დოკუმენტები უკრაინის გარშემო არსებული სიტუაციის დარეგულირების მიდგომებით და რუსეთის ლიდერს სთხოვა, „ეს დოკუმენტები ცოტა მოგვიანებით გადახედოს“.
პესკოვის თქმით, მოლაპარაკებები სერიოზული და განგრძობადი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სერიოზული და ხანგრძლივი საუბარი. ვნახოთ, როგორი იქნება შედეგები“, — აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გულწრფელი და თანმიმდევრულია უკრაინაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ სწრაფვაში და ამერიკელი მომლაპარაკებლები ამ ხაზს მიჰყვებიან.
გუშინ, ოსლოში შედგა უიტკოფის შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტერესთან. მოლაპარაკებებს ონლაინ-რეჟიმში შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელმაც ავადმყოფობის გამო პირადი დასწრება ვერ შეძლო.
ნორვეგიის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უიტკოფი სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა. როგორც ნორვეგიის პრემიერმა განაცხადა, უიტკოფის ოსლოში დაბრუნების შემდეგ ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, რათა უკრაინის საკითხის მოწესრიგებაზე მსჯელობა გააგრძელონ.