https://sputnik-georgia.com/20261021/kvaracxeliam-travma-miigo-301263895.html
„ბარსელონას" წინაამდეგ მატჩში კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო
„ბარსელონას" წინაამდეგ მატჩში კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო
Sputnik საქართველო
კვარაცხელია სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა დადგინდეს ტრავმის სიმძიმე და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ვადები. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T12:43+0400
2026-10-21T12:43+0400
2026-10-21T12:43+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1a/291888137_0:0:800:451_1920x0_80_0_0_fc8740f19a300f552d9e424908211b28.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანმა, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.„პსჟ"-მ „ბარსელონა" ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ფრანგული კლუბი მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მერვე ტურში „ლიონს“ უმასპინძლებს.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და შეხვედრის 59-ე წუთზე მოედნის დატოვება იძულებით მოუწია. ქართველმა თავდამსხმელმა თავიდანვე სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯან-ლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა დადგინდეს ტრავმის სიმძიმე და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ვადები.რამდენად სერიოზულია დაზიანება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1a/291888137_0:0:712:533_1920x0_80_0_0_6a3492b43aeb42e55fcac35b1ad08fca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ბარსელონას" წინაამდეგ მატჩში კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო
კვარაცხელია სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა დადგინდეს ტრავმის სიმძიმე და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ვადები.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანმა, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.
„პსჟ"-მ „ბარსელონა" ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ფრანგული კლუბი მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მერვე ტურში „ლიონს“ უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და შეხვედრის 59-ე წუთზე მოედნის დატოვება იძულებით მოუწია. ქართველმა თავდამსხმელმა თავიდანვე სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯან-ლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა დადგინდეს ტრავმის სიმძიმე და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ვადები.
რამდენად სერიოზულია დაზიანება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.