https://sputnik-georgia.com/20261021/kvaracxelia-sezons-gamotovebs-301273228.html
„ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა": კვარაცხელია სეზონს გამოტოვებს
„ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა": კვარაცხელია სეზონს გამოტოვებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T18:17+0400
2026-10-21T18:17+0400
2026-10-21T20:15+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297639986_0:0:1080:608_1920x0_80_0_0_d0a23a28a30d3d2381d7964a9457dbbb.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანს, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა გაავრცელა.20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა „ბარსელონას" მარჯვენა მცველ ჩავი ესპარტთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ფეხბურთელმა შეხვედრის 59-ე წუთზე მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.„გუშინ, „ბარსელონასთან“ მატჩში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს დღეებში ოპერაციას ჩაუტარდება“, – ნათქვამია „პსჟ"-ის განცხადებაში.„პსჟ-"ის ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა. ქართველი ფეხბურთელის რეაბილიტაციის პერიოდად დაახლოებით 9 თვე სახელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვარაცხელია სეზონს გამოტოვებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პირობა დადო, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, მოედანზე უფრო ძლიერი დაბრუნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297639986_0:0:1080:810_1920x0_80_0_0_faecda82578ef12e5a4a956ec9fa3791.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა": კვარაცხელია სეზონს გამოტოვებს
18:17 21.10.2026 (განახლებულია: 20:15 21.10.2026) საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანს, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა გაავრცელა.
20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა „ბარსელონას" მარჯვენა მცველ ჩავი ესპარტთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ფეხბურთელმა შეხვედრის 59-ე წუთზე მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.
„გუშინ, „ბარსელონასთან“ მატჩში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს დღეებში ოპერაციას ჩაუტარდება“, – ნათქვამია „პსჟ"-ის განცხადებაში.
„პსჟ-"ის ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა. ქართველი ფეხბურთელის რეაბილიტაციის პერიოდად დაახლოებით 9 თვე სახელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვარაცხელია სეზონს გამოტოვებს.
„მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია. ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა“, - დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პირობა დადო, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, მოედანზე უფრო ძლიერი დაბრუნდება.