https://sputnik-georgia.com/20261021/kobaxidze-davit-garejis-sakitxze-molaparakebebi-grzeldeba-301274190.html
კობახიძე: საქართველო დავით-გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აგრძელებს
კობახიძე: საქართველო დავით-გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აგრძელებს
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, თბილისი, ბაქო და ერევანი თანხმდებიან საზღვრების შეთანხმების მიმართულებით მუშაობის აქტიურად გაგრძელების აუცილებლობაზე. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T21:25+0400
2026-10-21T21:25+0400
2026-10-21T21:25+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/03/288234718_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_fd6424ab2496c34a4c7a3877e2225dd5.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის იმედი აქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.მსჯავრდებულმა ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ სწორედ მისი ინიციატივით განახლდა დავით-გარეჯის საკითხზე მუშაობა, მოიძიეს ორიგინალი ისტორიული რუკები და დაიწყო გამოძიება. მისი თქმით, ამან გაამყარა საქართველოს პოზიცია და რომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს.მისი თქმით, ორივე მხარე - როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს, ისე სომხეთისა და საქართველოს შემთხვევაში - თანხმდება, რომ ეს პროცესი აქტიურად უნდა გაგრძელდეს.„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით. გრძელდება აქტიური მუშაობა. რაც ვერ მოაგვარა მან (ღარიბაშვილმა - რედ.), იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა კობახიძემ.საქართველოსა და აზერბაიჯანს 480 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე სადავო მონაკვეთია, რომელიც დღემდე არ არის შეთანხმებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ქართულ-აზერბაიჯანული მთავრობათშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა. პირველი 15 წლის განმავლობაში მან საზღვრის თითქმის 70 პროცენტი შეათანხმა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში დაბრკოლებები წარმოიშვა. სადავოდ რჩება დავით-გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიები.2019 წლის აპრილში საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა განსაკუთრებით გააქტიურდა. მაშინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს.დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/03/288234718_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_bed4d17b18ebaaf15f933a1e17914946.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კობახიძე: საქართველო დავით-გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აგრძელებს
პრემიერის თქმით, თბილისი, ბაქო და ერევანი თანხმდებიან საზღვრების შეთანხმების მიმართულებით მუშაობის აქტიურად გაგრძელების აუცილებლობაზე.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის იმედი აქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მსჯავრდებულმა ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ სწორედ მისი ინიციატივით განახლდა დავით-გარეჯის საკითხზე მუშაობა, მოიძიეს ორიგინალი ისტორიული რუკები და დაიწყო გამოძიება. მისი თქმით, ამან გაამყარა საქართველოს პოზიცია და რომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს.
„ეტყობა, მან (ღარინაშვილმა - რედ.) ეს საკითხი მოაგვარა და მე გამომრჩა რაღაც. რა თქმა უნდა, ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდეს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ, ისე სომეხ მეგობრებთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ორივე მხარე - როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს, ისე სომხეთისა და საქართველოს შემთხვევაში - თანხმდება, რომ ეს პროცესი აქტიურად უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით. გრძელდება აქტიური მუშაობა. რაც ვერ მოაგვარა მან (ღარიბაშვილმა - რედ.), იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 480 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე სადავო მონაკვეთია, რომელიც დღემდე არ არის შეთანხმებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ქართულ-აზერბაიჯანული მთავრობათშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა. პირველი 15 წლის განმავლობაში მან საზღვრის თითქმის 70 პროცენტი შეათანხმა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში დაბრკოლებები წარმოიშვა. სადავოდ რჩება დავით-გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიები.
2019 წლის აპრილში საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა განსაკუთრებით გააქტიურდა. მაშინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს.
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.