https://sputnik-georgia.com/20261021/erovnulma-bankma-repinansirebis-ganakveti-ucvlelad-datova-301269342.html
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა
Sputnik საქართველო
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 16 დეკემბერს გაიმართება. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T23:24+0400
2026-10-21T23:24+0400
2026-10-21T23:24+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271832264_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_7d34b189822fdcac6a51f53c6129fb82.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი, რომელის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, უცვლელად - 8,25%-ის ნიშნულზე დატოვა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სებ-მა მონეტარული პოლიტიკა 2026 წლის 6 მაისს, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 8,25%-მდე გაზარდა. მარეგულირებლის ცნობით, ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიზანია ინფლაციური მოლოდინებისა და მეორე რაუნდის ეფექტების რისკების მინიმიზირება, რათა მიწოდების შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ 3%-ს სწრაფად დაუბრუნდეს.ეროვნულმა ბანკმა თავისი გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობით ახსნა, რაც მიწოდების მხრიდან მოქმედ შოკებს ახანგრძლივებს და, შესაბამისად, ინფლაციურ წნეხს ზრდის. 2026 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5,6% შეადგინა, ამასთან, დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტი ენერგორესურსების ფასებზე მოდიოდა. საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტვირთების გადაზიდვის შეფერხებები, ასევე ენერგომატარებლების ფასების მატება, ზრდის წარმოებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს, რაც კიდევ უფრო აისახება საქონლისა და მომსახურების ფასებზე.ამასთან, საბაზო ინფლაციამ 3,5%, მომსახურების სექტორში ინფლაციამ კი 3,7% შეადგინა. მარეგულირებლის შეფასებით, მიწოდების შოკის გავლენა ინფლაციის მოლოდინებზე ზომიერი რჩება, თუმცა, მისი გახანგრძლივებული ხასიათი სერიოზულ რისკს ქმნის.სებ-ის ინფორმაციით, ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიზანია ინფლაციური მოლოდინებისა და მეორადი ეფექტების რისკების მინიმიზაცია, რათა მიწოდების შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს.ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზით, 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 0,2 პროცენტული პუნქტით, 5,4%-მდე გაიზარდა. სხვა თანაბარ პირობებში, 2027 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება და საშუალოდ 3,5% იქნება.რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6,3%, ხოლო წლის პირველ რვა თვეში საშუალოდ 7,6% შეადგინა.მარეგულირებელმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,5%-დან 7,2%-მდე გაზარდა. 2027 წელს ზრდა დაახლოებით 5,5%-ია მოსალოდნელი.იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძლივებული მიწოდების შოკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მეორე რაუნდის ეფექტებსაც გააძლიერებს, კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. ხოლო მას შემდეგ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ-ი ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271832264_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_2d097ced6c8e6c89ddb321eb0c8d26e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი, რომელის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, უცვლელად - 8,25%-ის ნიშნულზე დატოვა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სებ-მა მონეტარული პოლიტიკა 2026 წლის 6 მაისს, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 8,25%-მდე გაზარდა.
„მიმდინარე მაკროეკონომიკური ვითარებისა და არსებული რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა", - ნათქვამია განცხადებაში.
მარეგულირებლის ცნობით, ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიზანია ინფლაციური მოლოდინებისა და მეორე რაუნდის ეფექტების რისკების მინიმიზირება, რათა მიწოდების შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ 3%-ს სწრაფად დაუბრუნდეს.
ეროვნულმა ბანკმა თავისი გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობით ახსნა, რაც მიწოდების მხრიდან მოქმედ შოკებს ახანგრძლივებს და, შესაბამისად, ინფლაციურ წნეხს ზრდის.
2026 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5,6% შეადგინა, ამასთან, დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტი ენერგორესურსების ფასებზე მოდიოდა. საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტვირთების გადაზიდვის შეფერხებები, ასევე ენერგომატარებლების ფასების მატება, ზრდის წარმოებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს, რაც კიდევ უფრო აისახება საქონლისა და მომსახურების ფასებზე.
ამასთან, საბაზო ინფლაციამ 3,5%, მომსახურების სექტორში ინფლაციამ კი 3,7% შეადგინა. მარეგულირებლის შეფასებით, მიწოდების შოკის გავლენა ინფლაციის მოლოდინებზე ზომიერი რჩება, თუმცა, მისი გახანგრძლივებული ხასიათი სერიოზულ რისკს ქმნის.
სებ-ის ინფორმაციით, ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიზანია ინფლაციური მოლოდინებისა და მეორადი ეფექტების რისკების მინიმიზაცია, რათა მიწოდების შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს.
ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზით, 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 0,2 პროცენტული პუნქტით, 5,4%-მდე გაიზარდა. სხვა თანაბარ პირობებში, 2027 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება და საშუალოდ 3,5% იქნება.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6,3%, ხოლო წლის პირველ რვა თვეში საშუალოდ 7,6% შეადგინა.
მარეგულირებელმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,5%-დან 7,2%-მდე გაზარდა. 2027 წელს ზრდა დაახლოებით 5,5%-ია მოსალოდნელი.
იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძლივებული მიწოდების შოკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მეორე რაუნდის ეფექტებსაც გააძლიერებს, კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. ხოლო მას შემდეგ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ-ი ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.