https://sputnik-georgia.com/20261021/cipruli-laris-srulmasshtabiani-gamoshveba-ar-igegmeba-301273698.html
სებ-ი: ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა არ იგეგმება
სებ-ი: ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა არ იგეგმება
Sputnik საქართველო
საპილოტე პროგრამების მიზანი ციფრული ვალუტის პოტენციური სარგებლის, მოსალოდნელი ხარჯების, რისკებისა და ტექნოლოგიური გამოწვევების შეფასებაა. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T21:00+0400
2026-10-21T21:00+0400
2026-10-21T21:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830379_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_0be70c7d00f138e15b39f5787aab5e17.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა არ იგეგმება, ეროვნული ბანკი მხოლოდ საპილოტე პროექტებს განახორციელებს, ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც ცენტრალურ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს, მესამე საბოლოო მოსმენით მიიღო. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განმარტრბით, საპილოტე პროგრამების მიზანი ციფრული ვალუტის პოტენციური სარგებლის, მოსალოდნელი ხარჯების, რისკებისა და ტექნოლოგიური გამოწვევების შეფასებაა.მისი განმარტებით, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების კვლევა და საპილოტე პროექტების განხორციელება საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია. ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდეს ციფრულ ფინანსურ ეკოსისტემაში, დასძინა მან.„ზოგადად ვხედავთ, რომ ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება, ციფრული ვალუტები უკვე არსებობს. მათ შორის, საქართველოში ჩვენი თანამოქალაქეები იყენებენ ისეთ ვალუტებს, როგორიცაა USDT და USDC, რომლებიც ძირითადად უცხოურ ვალუტაზეა მიბმული და გამოიყენება საბირჟო ტრანზაქციებსა და საერთაშორისო გადარიცხვებში. თუმცა, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან ის შეიძლება უფრო სტაბილური და მიმზიდველი იყოს“, - აღნიშნა უტიაშვილმა.პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა ციფრული ფულის სამართლებრივი სტატუსი და დაზუსტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები. ცვლილებების მიხედვით, მხოლოდ სებ-ს ექნება უფლება, გამოუშვას ლარის ციფრული ვერსია, რომელიც ცენტრალური ბანკის უპირობო ვალდებულება იქნება ნომინალური ღირებულებით.ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, უახლოეს წლებში ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი გამოშვება არ იგეგმება. შესაბამისად, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საპილოტე პროექტებზე და არა ციფრული ლარის საყოველთაო დანერგვაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830379_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_05ae0375a032b9e4f1395382089cf7e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
სებ-ი: ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა არ იგეგმება
საპილოტე პროგრამების მიზანი ციფრული ვალუტის პოტენციური სარგებლის, მოსალოდნელი ხარჯების, რისკებისა და ტექნოლოგიური გამოწვევების შეფასებაა.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა არ იგეგმება, ეროვნული ბანკი მხოლოდ საპილოტე პროექტებს განახორციელებს, ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც ცენტრალურ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს, მესამე საბოლოო მოსმენით მიიღო.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განმარტრბით, საპილოტე პროგრამების მიზანი ციფრული ვალუტის პოტენციური სარგებლის, მოსალოდნელი ხარჯების, რისკებისა და ტექნოლოგიური გამოწვევების შეფასებაა.
„ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე, ცხადია, არ განიხილავს ასეთი ვალუტის სრულყოფილი ფორმით გამოშვებას, თუმცა, იგეგმება საპილოტე პროგრამების განხორციელება, რათა შევისწავლოთ სარგებელი, ვნახოთ მოსალოდნელი ხარჯები, რისკები და ტექნოლოგიური გამოწვევები და შევაფასოთ, როგორ შეგვიძლია ამ რისკების შერბილება. სწორედ ამ სამუშაოების განხორციელების მიზნით მიენიჭა საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი უფლებამოსილება“, - განაცხადა უტიაშვილმა.
მისი განმარტებით, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების კვლევა და საპილოტე პროექტების განხორციელება საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია. ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდეს ციფრულ ფინანსურ ეკოსისტემაში, დასძინა მან.
„ზოგადად ვხედავთ, რომ ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება, ციფრული ვალუტები უკვე არსებობს. მათ შორის, საქართველოში ჩვენი თანამოქალაქეები იყენებენ ისეთ ვალუტებს, როგორიცაა USDT და USDC, რომლებიც ძირითადად უცხოურ ვალუტაზეა მიბმული და გამოიყენება საბირჟო ტრანზაქციებსა და საერთაშორისო გადარიცხვებში. თუმცა, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან ის შეიძლება უფრო სტაბილური და მიმზიდველი იყოს“, - აღნიშნა უტიაშვილმა.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა ციფრული ფულის სამართლებრივი სტატუსი და დაზუსტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები. ცვლილებების მიხედვით, მხოლოდ სებ-ს ექნება უფლება, გამოუშვას ლარის ციფრული ვერსია, რომელიც ცენტრალური ბანკის უპირობო ვალდებულება იქნება ნომინალური ღირებულებით.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, უახლოეს წლებში ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი გამოშვება არ იგეგმება. შესაბამისად, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საპილოტე პროექტებზე და არა ციფრული ლარის საყოველთაო დანერგვაზე.