https://sputnik-georgia.com/20261021/badiauri-chalaubnis-gzis-mseneblobaze-tenderi-gamocxadda-301271688.html
ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
აღნიშნული მონაკვეთები კახეთის მაგისტრალური გზის, კერძოდ საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მიმდინარე პროექტის გაგრძელებაა და მნიშვნელოვნად განტვირთავს კახეთის... 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T20:00+0400
2026-10-21T20:00+0400
2026-10-21T20:00+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281587182_0:52:550:361_1920x0_80_0_0_16935652339b8ede4014ad4e045c4777.png
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამუშაოები საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ტენდერი კი მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციების შესაბამისად ჩატარდება. უწყების ცნობით, აღნიშნული მონაკვეთები კახეთის მაგისტრალური გზის, კერძოდ საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მიმდინარე პროექტის გაგრძელებაა და მნიშვნელოვნად განტვირთავს კახეთის ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას. ახალი მაგისტრალური გზის მონაკვეთები სრულ შესაბამისობაში იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება განათების სისტემით. სამუშაოების შესრულების ვადა თითოეული ლოტისთვის შეადგენს 900 დღეს. სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 21 დეკემბერს დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281587182_1:0:550:412_1920x0_80_0_0_ec2979ceb05ce3019d8dee0ff686d9db.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
აღნიშნული მონაკვეთები კახეთის მაგისტრალური გზის, კერძოდ საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მიმდინარე პროექტის გაგრძელებაა და მნიშვნელოვნად განტვირთავს კახეთის ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ტენდერი კი მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციების შესაბამისად ჩატარდება.
ბადიაური-ჩალაუბნის 21,7 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 2 სატრანსპორტო კვანძისა და 22 ხიდის მშენებლობას, ჩალაუბანი-ბაკურციხის 9,1 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა კი ითვალისწინებს 4 ზოლიანი გზის, 1 სატრანსპორტო კვანძისა და 9 ხიდის მშენებლობას.
უწყების ცნობით, აღნიშნული მონაკვეთები კახეთის მაგისტრალური გზის, კერძოდ საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მიმდინარე პროექტის გაგრძელებაა და მნიშვნელოვნად განტვირთავს კახეთის ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას.
ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს, შედეგად, საგრძნობლად შემცირდება სატრანსპორტო დატვირთვა დასახლებებში, რაც გააუმჯობესებს გზებზე მოძრაობის უსაფრთხოებას და გარემოზე ზემოქმედებას. ამასთან, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა.
ახალი მაგისტრალური გზის მონაკვეთები სრულ შესაბამისობაში იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება განათების სისტემით.
სამუშაოების შესრულების ვადა თითოეული ლოტისთვის შეადგენს 900 დღეს. სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 21 დეკემბერს დასრულდება.