https://sputnik-georgia.com/20261021/66-wlis-mamakacma-19-wlis-gogo-gaaupatiura-301271179.html
66 წლის მამაკაცი 19 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
66 წლის მამაკაცი 19 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
Sputnik საქართველო
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერი დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას აჩვენა. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T18:42+0400
2026-10-21T18:42+0400
2026-10-21T18:42+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა-გავრცელებისთვის 66 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა.უწყების ცნობით, მამაკაცს ბრალი გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, იძულების და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ფაქტებზე ედება. გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 66 წლის მამაკაცმა 19 წლის გოგონას სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა, შემდგომში კი სექსუალურ კავშირს იძულებით ამყარებდა და მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის შემცველ პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რომელთა გავრცელების მუქარითაც ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა. დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 150-ე (იძულება), 137-ე (გაუპატიურება), 139-ე (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება), 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება), 150-ე (იძულება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ) და 151-ე (მუქარა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
66 წლის მამაკაცი 19 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერი დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას აჩვენა.
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა-გავრცელებისთვის 66 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, მამაკაცს ბრალი გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, იძულების და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ფაქტებზე ედება.
გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 66 წლის მამაკაცმა 19 წლის გოგონას სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა, შემდგომში კი სექსუალურ კავშირს იძულებით ამყარებდა და მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის შემცველ პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რომელთა გავრცელების მუქარითაც ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.
„აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბრალდებულმა დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას აჩვენა და დასთან დაკავშირება ამ უკანასკნელთან შეხვედრის მიზნით აიძულა. ასევე დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 150-ე (იძულება), 137-ე (გაუპატიურება), 139-ე (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება), 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება), 150-ე (იძულება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ) და 151-ე (მუქარა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.