https://sputnik-georgia.com/20261021/301253855.html
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა: საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის განხილვას იწყებს
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა: საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის განხილვას იწყებს
Sputnik საქართველო
შვიდკაციანი პლენუმის მიერ საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი - საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უწყებას 9-თვიანი ვადა აქვს. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T11:00+0400
2026-10-21T11:00+0400
2026-10-21T08:49+0400
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305744_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_34e808620683a89fb7ae54cb4c5fab86.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. 21 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის მოსმენას იწყებს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7-კაციანი პლენუმის მიერ საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი - საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უწყებას 9-თვიანი ვადა აქვს.საუბარია №1979-ე სარჩელზე, რომელსაც ხელს საქართველოს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს.საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა:რატომ მოითხოვენ გაუქმებასმმართველი პარტია „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობით ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.ამის მტკიცებულებად „ქართული ოცნება“ ასახელებს როგორც პარტიების მიერ საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმას, ისე კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობრივად შეცვლის მცდელობებს. გარდა ამისა, პარტიების მიერ სხვადასხვა კოალიციისა და ალიანსის პერიოდულ შექმნას.მეორე პუნქტი ეხება „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში შედის 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.სარჩელის პირველი და მეორე ნაწილი ყველა ოპოზიციური პარტიის საქმიანობას ეხება, თუმცა ძირითადი აქცენტი პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაზე კეთდება.რა იქნება გაუქმების შემთხვევაშიპარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.საქართველოში სულ რეგისტრირებულია 100-მდე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 30 აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში.დღეის მდგომარეობით, სასამართლო სარჩელში დასახელებული ხუთი პარტიიდან მხოლოდ ოთხს აქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში და გადალახული საარჩევნო ბარიერი. „ფედერალისტებს“ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.პოლიტიკური პარტიის შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებების — რაც მათი დაფინანსების ძირითადი წყაროა — მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305744_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_2fcf08618dc27e2d66f7d9a965e20586.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა: საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის განხილვას იწყებს
შვიდკაციანი პლენუმის მიერ საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი - საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უწყებას 9-თვიანი ვადა აქვს.
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. 21 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის მოსმენას იწყებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7-კაციანი პლენუმის მიერ საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი - საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უწყებას 9-თვიანი ვადა აქვს.
საუბარია №1979-ე სარჩელზე, რომელსაც ხელს საქართველოს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს.
საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა:
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“;
„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“;
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;
„გახარია საქართველოსთვის“.
რატომ მოითხოვენ გაუქმებას
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობით ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“.
ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
ამის მტკიცებულებად „ქართული ოცნება“ ასახელებს როგორც პარტიების მიერ საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმას, ისე კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობრივად შეცვლის მცდელობებს. გარდა ამისა, პარტიების მიერ სხვადასხვა კოალიციისა და ალიანსის პერიოდულ შექმნას.
მეორე პუნქტი ეხება „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში შედის 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
სარჩელის პირველი და მეორე ნაწილი ყველა ოპოზიციური პარტიის საქმიანობას ეხება, თუმცა ძირითადი აქცენტი პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაზე კეთდება.
რა იქნება გაუქმების შემთხვევაში
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 100-მდე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 30 აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში.
დღეის მდგომარეობით, სასამართლო სარჩელში დასახელებული ხუთი პარტიიდან მხოლოდ ოთხს აქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში და გადალახული საარჩევნო ბარიერი. „ფედერალისტებს“ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
პოლიტიკური პარტიის შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებების — რაც მათი დაფინანსების ძირითადი წყაროა — მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან.