https://sputnik-georgia.com/20261020/tbilisshi-dasaqmebis-pestivali-chatardeba-301236797.html
თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება
თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება
Sputnik საქართველო
ფესტივალი გამიზნულია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ღონისძიების ამოცანაა დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების... 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T13:39+0400
2026-10-20T13:39+0400
2026-10-20T13:12+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23125/42/231254220_0:233:1201:908_1920x0_80_0_0_8abe437c8928411a5e5a3ca934d169dd.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში, 20 ოქტომბერს დასაქმების მასშტაბური ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება" გაიმართება.ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია HR hub-ი, დასაქმების მსურველებს 17:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.ღონისძიებაზე 20-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი, რომელთა წინასწარ ნახვაც შესაძლებელია პორტალზე www. hrhub.ge.ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირება, კანდიდატებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა და კომპანიებისთვის შესაბამისი თანამშრომლების მოძიების ხელშეწყობა.ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ მოთხოვნებსა და სამუშაო პირობებს, მიიღონ ინფორმაცია კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და უშუალოდ დამსაქმებლებს დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს. დასაქმების ფესტივალი კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23125/42/231254220_0:120:1201:1020_1920x0_80_0_0_05ead7157a611bb473b5a3c4bd506f3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება
ფესტივალი გამიზნულია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ღონისძიების ამოცანაა დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში, 20 ოქტომბერს დასაქმების მასშტაბური ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება" გაიმართება.
ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია HR hub-ი, დასაქმების მსურველებს 17:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე 20-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი, რომელთა წინასწარ ნახვაც შესაძლებელია პორტალზე www. hrhub.ge.
ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირება, კანდიდატებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა და კომპანიებისთვის შესაბამისი თანამშრომლების მოძიების ხელშეწყობა.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი „წარმატების სცენა“ იქნება, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები საკუთარ გამოცდილებას, კარიერულ გზასა და წარმატების ისტორიებს გაუზიარებენ დამსწრეებს. სპიკერებს შორის არიან საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ციფრული მარკეტინგის, გაყიდვების, ბიზნესის განვითარებისა და პროდუქტის მართვის სფეროების წარმომადგენლები.
ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ მოთხოვნებსა და სამუშაო პირობებს, მიიღონ ინფორმაცია კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და უშუალოდ დამსაქმებლებს დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს. დასაქმების ფესტივალი კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.