https://sputnik-georgia.com/20261020/sp-global-ratings-rkinigzis-reitingi-gaaumjobesa-301255402.html
S&P Global Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუმჯობესა
S&P Global Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუმჯობესა
Sputnik საქართველო
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანიის კაპიტალური ხარჯები პროგნოზირებულ პერიოდში მართვადი დარჩება, რაც ხელს შეუწყობს დადებითი თავისუფალი საოპერაციო ფულადი... 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T22:22+0400
2026-10-20T22:22+0400
2026-10-20T22:22+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზა
საქართველო რეიტინგებში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/42/244994215_0:0:3069:1726_1920x0_80_0_0_0f52b439923ec78e621bbfe36d026d96.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა „საქართველოს რკინიგზის" სარეიტინგო პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.კომპანიის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, მოკლევადიანი კი B დონეზე შენარჩუნდა.სააგენტოს შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის ზრდა რამდენიმე სტრატეგიულმა ფაქტორმა განაპირობა.სარეიტინგო სააგენტო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კომპანიის მოდერნიზაციასა და გაზრდილ გამტარუნარიანობაზე და აღნიშნავს, რომ მთავარი მაგისტრალის მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა განახლებამ კომპანიის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა გაზარდა და ტრანზიტის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა.ანალიტიკოსების მონაცემებით, პროგნოზი ასევე ასახავს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „საქართველოს რკინიგზა“, დიდი ალბათობით, მიიღებს მნიშვნელოვან სახელმწიფო მხარდაჭერას თავისი ძირითადი საქმიანობისთვის და რეფინანსირების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.მათი აზრით, კომპანია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ეროვნული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მმართველი და მფლობელი და ასევე სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების ერთადერთი მიმწოდებელი.ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში „საქართველოს რკინიგზის” ტვირთბრუნვა 10%-ით (6,9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, ხოლო 2026 წლის მოსალოდნელი საოპერაციო მოგების (EBITDA) მარჟამ კი 40%-ს მიაღწია.S&P Global Ratings-ი ასევე გამოყოფს კომპანიის ჯანსაღ ფინანსურ სტრუქტურას და აღნიშნავს, რომ „საქართველოს რკინიგზაში” მიმდინარე განახლებები უზრუნველყოფს ვალის ტვირთის შემცირებას. კერძოდ, ოპერაციებიდან მიღებული სახსრების (FFO) ვალთან შეფარდება 2026-2027 წლებში 16-17%-მდე გაიზრდება (2025 წლის 10%-თან შედარებით).ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანიის კაპიტალური ხარჯები პროგნოზირებულ პერიოდში მართვადი დარჩება, რაც ხელს შეუწყობს დადებითი თავისუფალი საოპერაციო ფულადი ნაკადების გენერირებას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/42/244994215_340:0:3069:2047_1920x0_80_0_0_ddfbfffc5b3e366ecc8dbfc18b43f455.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რკინიგზა, საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რკინიგზა, საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები
S&P Global Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუმჯობესა
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანიის კაპიტალური ხარჯები პროგნოზირებულ პერიოდში მართვადი დარჩება, რაც ხელს შეუწყობს დადებითი თავისუფალი საოპერაციო ფულადი ნაკადების გენერირებას.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა „საქართველოს რკინიგზის" სარეიტინგო პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.
კომპანიის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, მოკლევადიანი კი B დონეზე შენარჩუნდა.
„პოზიტიური პერსპექტივა ასახავს სუვერენულ პროგნოზს, ასევე დამოუკიდებელი ფინანსური ბაზრის დონეზე პოზიტიურ დინამიკას ძირითადი საკრედიტო ხაზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია ანგარიშში.
სააგენტოს შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის ზრდა რამდენიმე სტრატეგიულმა ფაქტორმა განაპირობა.
სარეიტინგო სააგენტო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კომპანიის მოდერნიზაციასა და გაზრდილ გამტარუნარიანობაზე და აღნიშნავს, რომ მთავარი მაგისტრალის მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა განახლებამ კომპანიის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა გაზარდა და ტრანზიტის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა.
ანალიტიკოსების მონაცემებით, პროგნოზი ასევე ასახავს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „საქართველოს რკინიგზა“, დიდი ალბათობით, მიიღებს მნიშვნელოვან სახელმწიფო მხარდაჭერას თავისი ძირითადი საქმიანობისთვის და რეფინანსირების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
„საქართველოს რკინიგზის“, როგორც ემიტენტის, ჩვენი საკრედიტო რეიტინგის დადასტურება ასახავს ჩვენს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჭიროების შემთხვევაში არსებობს საქართველოს მთავრობის მხრიდან მისი საგანგებო მხარდაჭერის მიღების მაღალი ალბათობა“, — ნათქვამია ანგარიშში.
მათი აზრით, კომპანია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ეროვნული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მმართველი და მფლობელი და ასევე სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების ერთადერთი მიმწოდებელი.
„ვთვლით, რომ მთავრობას აქვს საფუძვლიანი მიზეზები „საქართველოს რკინიგზის“ მხარდასაჭერად, ვინაიდან დეფოლტი მნიშვნელოვნად დააზიანებს სახელმწიფოს რეპუტაციას და შეზღუდავს სხვა ქართველი ემიტენტების შესაძლებლობებს, მოიზიდონ საგარეო სესხები“, — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში „საქართველოს რკინიგზის” ტვირთბრუნვა 10%-ით (6,9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, ხოლო 2026 წლის მოსალოდნელი საოპერაციო მოგების (EBITDA) მარჟამ კი 40%-ს მიაღწია.
S&P Global Ratings-ი ასევე გამოყოფს კომპანიის ჯანსაღ ფინანსურ სტრუქტურას და აღნიშნავს, რომ „საქართველოს რკინიგზაში” მიმდინარე განახლებები უზრუნველყოფს ვალის ტვირთის შემცირებას. კერძოდ, ოპერაციებიდან მიღებული სახსრების (FFO) ვალთან შეფარდება 2026-2027 წლებში 16-17%-მდე გაიზრდება (2025 წლის 10%-თან შედარებით).
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანიის კაპიტალური ხარჯები პროგნოზირებულ პერიოდში მართვადი დარჩება, რაც ხელს შეუწყობს დადებითი თავისუფალი საოპერაციო ფულადი ნაკადების გენერირებას.