https://sputnik-georgia.com/20261020/sionis-reabilitacia-wli-bolomde-dasruldeba-301238792.html
სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება
სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, ძეგლს სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი, ისტორიული იერსახე და სამუშაოები უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება. 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T16:00+0400
2026-10-20T16:00+0400
2026-10-20T16:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822647_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_1dab4a223aef4124ea076dac0a61c1a0.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი უძრავი ძეგლის, სიონის ტაძრისა და მისი სამრეკლოს სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყო. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „რემონტი2“ ახორციელებს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1,2 მლნ ლარს შეადგენს. მერიის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს თბილისში, სიონის N4-ში მდებარე ტაძრისა და სამრეკლოს დაზიანებული სახურავის ბურულის შეცვლა-აღდგენას. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა, ძეგლს სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი, ისტორიული იერსახე და სამუშაოები უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება. სიონის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: საკათედრო ტაძარი, გალავანი, ორი სამრეკლო. გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V საუკუნის II ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსემანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. ტაძარი მრავალჯერ დაარბიეს მტრებმა (ჯალალედინმა, თემურლენგმა, აღა-მაჰმად-ხანმა). დღევანდელი სახე ძირითადად XIII საუკუნის პერიოდისაა, ხოლო გუმბათი 1710 წელს აღადგინა ვახტანგ VI-მ. ისტორიულად იგი იყო თბილისის მთავარი საკათედრო ტაძარი - 1920 წლიდან კი გახდა საპატრიარქო ტაძარი. სიონმა აღნიშნული სტატუსი 2004 წლამდე შეინარჩუნა, სანამ სამების საკათედრო ტაძარი არ აკურთხეს. სიონის ტაძარში ინახება საქართველოს უმთავრესი სიწმინდე — ვაზის რტოსგან შეკრული წმინდა ნინოს ჯვარი. ის აქ 1801 წლიდან ასვენია. სიონი წარმოადგენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა საძვალეს (აქ დაკრძალულნი არიან ეფრემ II, დავით V და სხვები). ტაძარში დაკრძალული არიან მისი მაშენებლები ერისმთავრები გუარამი და ადარნასე. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: წმინდა კირიონ II–ის, ლეონიდეს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის, ქრისტეფორე III-ის, კალისტრატეს, მელქისედეკ III-ის, ეფრემ II-ის, დავით V-ის, ილია II–ის საფლავებია. 2026 წლის 22 მარტს საკუთარი ანდერძისა და სურვილისამებს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822647_271:0:3002:2048_1920x0_80_0_0_db6440aae8925b3494a8db37808a1ba0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება
უწყების ცნობით, ძეგლს სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი, ისტორიული იერსახე და სამუშაოები უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება.
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი უძრავი ძეგლის, სიონის ტაძრისა და მისი სამრეკლოს სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყო. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „რემონტი2“ ახორციელებს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1,2 მლნ ლარს შეადგენს.
მერიის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს თბილისში, სიონის N4-ში მდებარე ტაძრისა და სამრეკლოს დაზიანებული სახურავის ბურულის შეცვლა-აღდგენას.
„სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა პრევენციული მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული ნალექის მიერ კედლების დაზიანება და საფრთხე არ შეექმნას ტაძარში დაცულ უნიკალურ ფრესკებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა, ძეგლს სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი, ისტორიული იერსახე და სამუშაოები უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება.
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.
კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: საკათედრო ტაძარი, გალავანი, ორი სამრეკლო.
გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V საუკუნის II ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსემანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა.
ტაძარი მრავალჯერ დაარბიეს მტრებმა (ჯალალედინმა, თემურლენგმა, აღა-მაჰმად-ხანმა). დღევანდელი სახე ძირითადად XIII საუკუნის პერიოდისაა, ხოლო გუმბათი 1710 წელს აღადგინა ვახტანგ VI-მ.
ისტორიულად იგი იყო თბილისის მთავარი საკათედრო ტაძარი - 1920 წლიდან კი გახდა საპატრიარქო ტაძარი. სიონმა აღნიშნული სტატუსი 2004 წლამდე შეინარჩუნა, სანამ სამების საკათედრო ტაძარი არ აკურთხეს.
სიონის ტაძარში ინახება საქართველოს უმთავრესი სიწმინდე — ვაზის რტოსგან შეკრული წმინდა ნინოს ჯვარი. ის აქ 1801 წლიდან ასვენია.
სიონი წარმოადგენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა საძვალეს (აქ დაკრძალულნი არიან ეფრემ II, დავით V და სხვები). ტაძარში დაკრძალული არიან მისი მაშენებლები ერისმთავრები გუარამი და ადარნასე. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: წმინდა კირიონ II–ის, ლეონიდეს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის, ქრისტეფორე III-ის, კალისტრატეს, მელქისედეკ III-ის, ეფრემ II-ის, დავით V-ის, ილია II–ის საფლავებია. 2026 წლის 22 მარტს საკუთარი ანდერძისა და სურვილისამებს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს.