საქართველოს გეგმაა ოთხ წელში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა – ვიდეო

გამოწერა
საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს. „საქსტატის" მონაცემებით, 2025 წელს მოსახლეობის დაახლოებით 7%სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. ხუთი წლის წინ ეს მაჩვენებელი20%-ს აღემატებოდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ უახლოეს წლებში
ამ პრობლემას სრულად გადაჭრის. მისი თქმით, ამისთვის მთავარი პირობა
ეკონომიკური ზრდის არსებული მაღალი ტემპის შენარჩუნებაა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეთა
რაოდენობა 1,1 მილიონს შეადგენდა. დღეს ეს მაჩვენებელი 280 ათასია -
პრემიერ-მინისტრის პირობაა, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, ეს ადამიანებიც შეძლებენ, მომდევნო ოთხ წელიწადში
სიღარიბეს სრულად დააღწიონ თავი.
სიღარიბესთან საბრძოლველად სახელმწიფო შეჭირვებულ ოჯახებზე გასცემს
მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, შემწეობებს ბავშვებზე, ზრდის პენსიებს
და ახორციელებს დასაქმების ხელშემწყობის პროგრამებს.
ყველა ახალი ამბავი
0