https://sputnik-georgia.com/20261020/saqartvelos-sagareo-savachro-brunva-gaizarda-301235845.html
რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ახალი მონაცემები
რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ექსპორტმა 6,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის 9 თვესთან შედარებით 19,6%-ით მეტია. 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T11:39+0400
2026-10-20T11:39+0400
2026-10-20T11:39+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582541_0:0:3079:1733_1920x0_80_0_0_ca6a8d3ad33ae0a545e764ceb51c5073.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9,2%-ით გაიზარდა და 20,5 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 14,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,3%-ით მეტი.ექსპორტმა 6,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის 9 თვესთან შედარებით 19,6%-ით მეტია.საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,3%-ით ნაკლებია.რით ვაჭრობს საქართველოსაქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტოვანი სასუქები, მედიკამენტები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.2026 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტად გაიზარდა ნავთობპროდუქტების (1 192,5%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (141,9%), ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (68,0%-ით) და ფეროშენადნობების (56,3%) ექსპორტი.ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა მსუბუქი ავტომობილების - 23,7%-ით, სპირტიანი სასმელების - 6,5%-ით და ღვინის - 0,6%-ით ექსპორტი.საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (36 992,4%), დიოდების, ტრანზისტორებისა და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოების (726,4%) და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (181%) იმპორტი.წლის დასაწყისიდან შემცირდა სატვირთო მსუბუქი ავტომობილების (13,3%-ით) და გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების (0,2%) იმპორტი.ვისთან ვაჭრობს საქართველო2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12,4%-ია.საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის გერმანია, ყირგიზეთი, სომხეთი, ყაზახეთი და ბულგარეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582541_197:0:2928:2048_1920x0_80_0_0_bf019299d30ccb24099f53e2d517cd15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ახალი მონაცემები
ექსპორტმა 6,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის 9 თვესთან შედარებით 19,6%-ით მეტია.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9,2%-ით გაიზარდა და 20,5 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 14,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,3%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - 2026 წლის იანვარი-სექტემბერი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
ექსპორტი | 6 153,2 | 19,6 |
იმპორტი | 14 382,0 | 5,3 |
სულ | 20 535,3 | 9,2 |
ექსპორტმა 6,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის 9 თვესთან შედარებით 19,6%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,3%-ით ნაკლებია.
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტოვანი სასუქები, მედიკამენტები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2026 წლის იანვარ-სექტემბერში
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა,% |
მსუბუქი ავტომობილები | 1 529,3 | -23,7 |
ნავთობი და ნავთობპროდუქტები | 811,8 | 1 192,5 |
მადნები და ძვირფასი ლითონების კონცენტრატები | 464,0 | 68,0 |
ფეროშენადნობები | 239,0 | 56,3 |
ღვინო | 188,7 | -0,6 |
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტად გაიზარდა ნავთობპროდუქტების (1 192,5%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (141,9%), ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (68,0%-ით) და ფეროშენადნობების (56,3%) ექსპორტი.
ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა მსუბუქი ავტომობილების - 23,7%-ით, სპირტიანი სასმელების - 6,5%-ით და ღვინის - 0,6%-ით ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (36 992,4%), დიოდების, ტრანზისტორებისა და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოების (726,4%) და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (181%) იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა სატვირთო მსუბუქი ავტომობილების (13,3%-ით) და გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების (0,2%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12,4%-ია.
სავაჭრო პარტნიორების ტოპ-ხუთეული 2026 წლის იანვარ-სექტემბერში
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა,% |
თურქეთი | 2 547,0 | 12,0 |
ჩინეთი | 2 329,2 | 41,1 |
რუსეთი | 2 211,1 | 16,4 |
აშშ | 1 830,7 | -18,7 |
აზერბაიჯანი | 1 109,2 | 14,2 |
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის გერმანია, ყირგიზეთი, სომხეთი, ყაზახეთი და ბულგარეთი.