https://sputnik-georgia.com/20261020/saqartvelo-ungretis-shexvedras-ungreli-qomagebi-ver-daeswrebian-301236614.html
ერთა ლიგა: საქართველო-უნგრეთის შეხვედრას სტუმართა ქომაგები ვერ დაესწრებიან
ერთა ლიგა: საქართველო-უნგრეთის შეხვედრას სტუმართა ქომაგები ვერ დაესწრებიან
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 ნოემბერს, 21:00 საათზე... 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T12:07+0400
2026-10-20T12:07+0400
2026-10-20T12:07+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/01/300923028_0:312:1638:1233_1920x0_80_0_0_67883cd0a0476b2569254444028b1f72.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ერთა ლიგაზე საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაგეგმილ შეხვედრას უნგრელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას სადისციპლინო კომიტეტი აქვეყნებს.საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 ნოემბერს, 21:00 საათზე გამართავს.გავრცელებული ინფორმაციით, უნგრელი ფანები 5 ოქტომბერს გამართული ერთა ლიგის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯეს.უეფამ პირობითი სანქცია (რომელიც თავდაპირველად 2024 წლის ოქტომბერში დაწესდა) უნგრელი გულშემატკივრების მხრიდან გამოვლენილი რასისტული და დისკრიმინაციული ქცევის გამო აამოქმედა - სადისციპლინო კომიტეტის ცნობით, უნგრელი გულშემატკივრების მიერ ჩადენილი დარღვევები მოიცავდა რასისტულ და დისკრიმინაციულ ქმედებებს.უეფას ერთა ლიგის (B დივიზიონის მე-2 ჯგუფი) ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რთულ ვითარებაში იმყოფება და ნოემბერში ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ გადამწყვეტ მატჩს გამართავს.უნგრეთთან მატჩის შემდეგ, ეროვნული ნაკრები 17 ნოემბერს გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს - მატჩი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ჩატარდება.სექტემბერ-ოქტომბრის ოთხი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზეა.ევრო-2024-ის შემდეგ გუნდმა დაღმასვლა დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი შესარჩევი ციკლი ჩააგდო – ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონი და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/01/300923028_0:158:1638:1387_1920x0_80_0_0_4a9c2abb02b8cb06ffe6fb511ba55725.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ერთა ლიგა: საქართველო-უნგრეთის შეხვედრას სტუმართა ქომაგები ვერ დაესწრებიან
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 ნოემბერს, 21:00 საათზე გამართავს.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ერთა ლიგაზე საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაგეგმილ შეხვედრას უნგრელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას სადისციპლინო კომიტეტი აქვეყნებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 ნოემბერს, 21:00 საათზე გამართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, უნგრელი ფანები 5 ოქტომბერს გამართული ერთა ლიგის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯეს.
უეფამ პირობითი სანქცია (რომელიც თავდაპირველად 2024 წლის ოქტომბერში დაწესდა) უნგრელი გულშემატკივრების მხრიდან გამოვლენილი რასისტული და დისკრიმინაციული ქცევის გამო აამოქმედა - სადისციპლინო კომიტეტის ცნობით, უნგრელი გულშემატკივრების მიერ ჩადენილი დარღვევები მოიცავდა რასისტულ და დისკრიმინაციულ ქმედებებს.
გარდა ამისა, უნგრელი ქომაგები დამნაშავედ ცნეს მოედანზე საგნების სროლაში, სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანებაში, ეროვნული ჰიმნების შესრულებისას არასპორტული ქცევის გამოვლენასა და პიროტექნიკის გამოყენებაში. უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია დაახლოებით 78 ათასი ევროთი დაჯარიმდა.
უეფას ერთა ლიგის (B დივიზიონის მე-2 ჯგუფი) ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რთულ ვითარებაში იმყოფება და ნოემბერში ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ გადამწყვეტ მატჩს გამართავს.
უნგრეთთან მატჩის შემდეგ, ეროვნული ნაკრები 17 ნოემბერს გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს - მატჩი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ჩატარდება.
სექტემბერ-ოქტომბრის ოთხი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზეა.
ევრო-2024-ის შემდეგ გუნდმა დაღმასვლა დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი შესარჩევი ციკლი ჩააგდო – ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონი და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.