„რუსთავის აზოტში" მოდერნიზებული რეაქტორი ექსპლუატაციაში შევიდა

© photo: Sputnik / Stringer„რუსთავის აზოტი"
„რუსთავის აზოტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2026
გამოწერა
ინვესტიციის ჯამურმა ღირებულებამ 5,26 მლნ ევრო შეადგინა, საიდანაც 2,26 მლნ ევრო GIZ-ის დაფინანსება, ხოლო 3 მლნ ევრო - „რუსთავის აზოტის“ ინვესტიციაა.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სს „რუსთავის აზოტის“ აზოტმჟავას საამქროში კატალიზური გამწმენდი რეაქტორის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ექსპლუატაციაში შევიდა მოდერნიზებული რეაქტორი, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაქტორში ახალი თაობის კატალიზატორი ჩაიტვირთა, მისი შიდა კომპონენტები მთლიანად შეიცვალა და დამონტაჟდა ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სისტემა, რაც უზრუნველყოფს დამაბინძურებლების გამოყოფის მუდმივ მონიტორინგს.
განხორციელებული მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს საწარმოში თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვას, შეამცირებს სათბურის გაზების ემისიებს და გააუმჯობესებს წარმოების პროცესების გარემოსდაცვით მონიტორინგს.
„თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა შესაძლებელს ხდის წარმოების პროცესების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და ამავდროულად ეკონომიკური საქმიანობის მდგრადობის უზრუნველყოფას. „რუსთავის აზოტში“ განხორციელებული პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძო სექტორის ინვესტიციების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის გამოყენებით გარემოს დაცვის სფეროში კონკრეტული შედეგების მიღწევა“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა. ინვესტიციის ჯამურმა ღირებულებამ 5,26 მლნ ევრო შეადგინა, საიდანაც 2,26 მლნ ევრო GIZ-ის დაფინანსება, ხოლო 3 მლნ ევრო - „რუსთავის აზოტის“ ინვესტიციაა.
ყველა ახალი ამბავი
0