რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2026
გამოწერა
მრავალი წელია რუსეთი ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთმა მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან 119,8 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ექსპორტი თითქმის გასული წლის დონეზე რჩება და 120,2 მილიონ დოლარს აღწევს. რუსეთის წილი საქართველოს ღვინის ექსპორტში მიმდინარე წელს, გასული წლის მსგავსად, 63%-ს შეადგენს.
წელს ქართული ღვინო ასევე გავიდა პოლონეთში (11,8 მილიონი აშშ დოლარი), უკრაინაში (8,1 მილიონი აშშ დოლარი), ჩინეთში (6,5 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთსა (5,9 მილიონი აშშ დოლარი) და გერმანიაში (5,5 მილიონი აშშ დოლარი).
ყველა ახალი ამბავი
0